გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი გვარი, პირადი ნომერი:
|
ლელა იკაშვილი
57001011783
|
||
გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო
|
სამოდელო გაკვეთილი
გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
წიგნიერება
·
ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.
წიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს)
აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში
ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების (ინფორმაციის „გაფილტვრის“) და მიღებული
ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარს.
თანამშრომლობა
|
||
საგანი/საგნები:
|
რუსული ენა
|
||
სწავლების
საფეხური/კლასი:
|
დაწყებითი მე-5 კლასი
|
||
გაკვეთილის
თემა:
|
ჩემი სახლი. ჩემი ბინა (Мой дом. Моя квартира)
|
||
გაკვეთილის
აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლე მშობლიურ ენასთან ერთად,
გაიუმჯობესებს კიდევ ერთი ენის, კერძოდ, რუსული ენის ცოდნას, გაიმდიდრებს ლექსიკას, უპასუხებს
კითხვებს, გაიუმჯობესებს თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარებს. მომავალში გამოიყენებს რუსულ ენას, როგორც სამეტყველო, საკომუნიკაციო
ენად.
|
||
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:
|
01.05.2019
|
||
მოსალოდნელი საფრთხე(ალტერნატივა)
გადაჭრის გზები)
|
ელექტრონული ენერგიის გათიშვა და ტექნიკის მწყობრიდან
გამოსვლა, დროის მართვა. (სარეზერვო რესურსების მომზადება)
|
||
მოსწავლეთა რაოდენობა:
|
21 მოსწავლე (2 სსსმ მოსწავლე)
|
||
გაკვეთილის მიზანი:
|
მოსწავლე გაკვეთილის ბოლოს შეძლებს:
Ø სახელმძღვანელოში მოცემულ შესიტყვებების დაკავშირებას სურათებთან და გაიმდიდრებს ლექსიკას;
Ø იმუშავებს მოცემულ
ტექსტზე და შეასრულებს მასთან დაკავშირებულ დავალებებს;
Ø დააკავშირებს მოცემულ ლექსიკურ ერთეულებს სურათებთან,
დაასახელებს მათ ;
Ø გაიუმჯობესებს
თანამშრომლობითი და დამოუკიდებელი მუშაობის უნარებს და წარმოადგენს პრეზენტაციის
სახით.
გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლე შეძლებს:
სსსმ მოსწავლე N1
Ø ასახელებს და
იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
Ø აწყვილებს ერთმანეთთან
დიდ და პატარა ასოებს და ასახელებს მათ;
სსსმ მოსწავლე N2
Ø ასახელებს და
იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
Ø იპოვის და შემოხაზავს
მითითებულ ასოებს და ასახელებს მათ;
Ø
მასწავლებლის მიერ წინასწარ
გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს;
|
||
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები (კავშირი ეროვნულ სასწ. გეგმასთან)
|
II უცხ.დაწყ.
(II) 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცვლელი
მცირე ზომის ტექსტების გაგება.
მოსწავლე:
Ø გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს/შესატყვისებს სიტყების ნაკადში
II უცხ. დაწყ. (II) 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი
ენით ინტერაქცია და რამოდენიმე წინადადებიანი მონოლოგის
წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
II უცხ.დაწყ. (II) 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
გაწაფულად კითხვა
მოსწავლე:
Ø ხმამაღლა და გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს,
წინადადებებს.
II უცხ.დაწყ.
(II)
7. მოსწავლემ უნდა შეძლოს
მოდელის ან კონკრეტული სტანდარტების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე ზომის ტექსტების
შედგენა.
მოსწავლე:
Ø იცავს ნასწავლ
სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს
შორის(მაგ. ათანხმებს არსებით და ზეთსართავ სახელებს რიცხვში/სქესში და ა.შ.);
II უცხ.დაწყ.
(II)
10. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის
პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლე:
Ø მოიძიებს, შეარჩევს
და დაამუშავებს ინფორმაციას გუნდის წევრებთან ერთად;
სსსმ მოსწავლის
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი
სსსმ მოსწავლე 1.
IIუცხ.დაწყ.(II)2 მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების,წინადადებების
და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი
ინტონაციისა
თუ მახვილების
დაცვით წარმოთქმა
მოსწავლე:
Ø ბაძავს
მოსმენილი ბგერების, სიტყვების ჟღერადობას;
IIუცხ.დაწყ.(II) 5.მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს
ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს;
II უცხ. დაწყ. (II) 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს
მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის
ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
Ø იცავს კალიგრაფიის და მართლწერის ელემენტარულ ნორმებს;
სსსმ მოსწავლე 2.
IIუცხ.დაწყ.(II)2 მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების,წინადადებების
და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი
ინტონაციისა
თუ მახვილების
დაცვით წარმოთქმა( მიმარ.ზეპირი მეტყველება)
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს
ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს;
IIუცხ.დაწყ.(II) 5.მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა(მიმარ.კითხვა და წერა)
მოსწავლე:
Ø ხმამაღლა და
გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს;
II უცხ. დაწყ. (II) 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს
მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის
ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
Ø იცავს კალიგრაფიის
და მართლწერის ელემენტარულ ნორმებს
|
||
სასწავლო მასალა და რესურსები
|
საკლასო
ჟურნალი, კალამი, წინასწარ დაწერილი გაკვეთილის თემის, მიზნების, შეფასების რუბრიკებით,
აქტივობათა ჩამონათვალი
ლეპტოპი
და პროექტორი-სახელმძღვანელო М.Барсегова» Русский язык» Vკლასი,სურათები,
ფლიპჩარტი,
ფლომასტერები,სიტყვები,სამუშაო რვეული, წებო, ონლაინ რესურსიhttps://www.goconqr.com/en-US/p/17629338?id=17629338&locale=en-US&utm_campaign=Auto+Gen+emails&utm_medium=Email&utm_source=SendGrid
Power point-ში შექმნილი რესურსი
«Квартира Мари»
Power point-ში შექმნილი თამაში:
«Угадай. что нарисовано»
|
||
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
საერთო საკლასო, ჯგუფური
|
||
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან თემიდან :“ ჩემი სახლი, ჩემი ბინა“ სიტყვები, შეუძლიათ გასცენ კითხვებზე პასუხი,
მოიძიონ და შეუთანხმონ ზედსართავი და არსებითი სახელები სქესსა და რიცხვში, წაიკითხონ
ტექსტი, უპასუხონ კითხვებს და მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
ჩაერთონ და იმუშაონ ჯგუფებში და წარმოადგინონ შესრულებული დავალება პრეზენტაციის
სახით.
სსსმ მოსწავლეები შეისწავლიან ასო/ბგერებს, იმეორებენ
მასწავლებლის მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს , ასოებს, სინყვებს მოკლე პასუხებს.
|
||
დრო
|
45 წუთი
|
||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
მოსწავლემ
გაკვეთილის ბოლოს შეძლო:
·
გაიმდიდრა ლექსიკა;
·
ამომწურავად გასცა კითხვებზე პასუხი;
·
გაიაქტიურა ცოდნა;
·
შეუსაბამა შესიტყვებები
სურათებს;
·
შეისწავლა ახალი ტექსტი და გაინმჯობესა კითხვის ტექნიკა;
·
იმუშავა ტექსტის
ირგვლივ დაკაშირებულ ვარჯიშოებზე;
·
მოიძია ახალი ინფორმაცია;
·
იმუშავა ჯგუფში და გაიუმჯობესა თანამშრომლობითი და
დამოუკიდებელი მუშაობის უნარები.
·
Power point-ში შექმნილი
რესურსის მიხედვით მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებებს.
|
||
შეფასება
|
განმსაზღვრელი (დანართები N 4 N 5 N 6 )
|
||
საშინაო დავალება
|
ტექსტი „ მარის ბინა“ მოყოლით გვ.80 N12
|
||
გაკვეთილის მსვლელობა
|
N
|
აქტივობა
|
დრო
|
1
|
აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისათვის
მზადება, მოტივაციის ამაღლება.
ვერბალური ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებითი, აუდიალური
კლასის ორგანიზების ფორმა-საერთო
საკლასო.
აქტივობის აღწერა:
1.მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს, აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეახსენებს მათ შეფასების
რუბრიკებს.
2.მოტივაციის
ამაღლებისათვის და გაკვეთილისადმი უკეთ განწყობისათვის მოსწავლეები უსმენენ სიმღერას და ასრულებენ მას.
აქტივობის შედეგი: მასწალებელმა
მოაგვარა საორგანიზაციო საკითხები, გააცნო გაკვეთილის თემა და მიზნები, შეახსენა
შეფასების რუბრიკები. მოსწავლეებმა მოტივაციის ამაღლების მიზნით შეასრულეს რიტმულ-ინტონაციული
სიმღერა.
|
2 წუთი
|
|
2
|
აქტივობა
მიზანი:
წინარე
ცოდნის გააქტიურება
მეთოდი- ვერბალური
კლასის ორგანიზების ფორმა-საერთო
საკლასო.
აქტივობის აღწერა:
მასწალებელი
ამოწმებს საშინაო დავალებას სავ.რვეული გვ.70.სავ.6
შემთხვევითობის პრინციპით, მოსწავლეები კითხულობენ დავალებას
ინდივიდუალურად და ამოწმებენ შესრულებული დავალების სისწორეს
აქტივობის შედეგი: მასწავლებელმა
შეამოწმა საშინაო დავალება შემთხვევითობის პრინციპით, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად
წაიკითხეს საშინაო დავალება..
|
2 წუთი
|
|
3
|
აქტივობის
მიზანი:
მოცემული
შესიტყვებების დაკავშირება სურათებთან და
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
მეთოდი- ვერბალური, ვიზუალური
კლასის ორგანიზების ფორმა-საერთო
საკლასო.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
უჩვენებს მოსწავლეებს ონლაინ რესურსში შექმნილ სურათებს და ეკითხება მოსწავლეებს თუ იციან მათ ამ სიტყვების
მნიშვნელობა, შემდეგ აჩვენებს მოსწავლეებს ქართულად დაწერილ მნიშვნელობებს. მოსწავლეები
შეეცდებიან დაიმახსოვრონ, წაიკითხონ შესიტყვებები და შეუსაბამონ ისინი მოცემულ სურათებს.
მოსწავლეები
კითხულობენ სიტყვებს детская комната, гостиная, спальня,кухня, ванная комната,
балкон
და
ამოიცნობენ, რომელ სურათს რომელი სათაური შეესაბამება და ასახელებენ მათ.
სსსმ მოსწავლეების აქტივობის მიზანი: წარმოთქმული
ბგერების, სიტყვების და მოკლე ფრაზების გამეორება.
აქტივობის აღწერა:
სსსმ მოსწავლეები (N 1)
(N2 ) იმეორებენ წარმოთქმულ სიტყვებს, მოკლე ფრაზებს.
აქტივობის შედეგი: ონლაინ რესურსის
დახმარებით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, შეუსაბამეს სურათებს სათაურები.
|
5 წუთი
|
|
4
|
აქტივობის მიზანი: ტექსტზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული სავარჯიშოების
შესრულება
მეთოდი-შესწავლითი და ძიებითი კითხვა, კითხვა-პასუხი
კლასის ორგანიზების ფორმა-საერთო
საკლასო.
აქტივობის აღწერა:
1.მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს , გადაიკითხონ ტექსტი თავისთვის გვ.80 სავ. 12, აძლევს მათ ამისათვის
დროს 2 წუთს. შემდეგ მოსწავლეები და ასრულებენ ტექსტთან დაკავშირებულ
სავარჯიშოებს
1.კითხულობენ
მოცემულ წინადადებებს გვ.80 სავ 14, რომლებშიც მოცემულია შესაძლო ვარიანტები.) მოსწავლეები
იხსენებენ ტექსტის შინაარსს, პასუხის დროს ირჩევენ საჭირო ვარიანტს. მასწავლებელი ამოწმებს პასუხებს და აძლევს უკუკავშირს
Power point-ში შექმნილი რესურსის
საშუალებით.
2.მასწავლებელი
სვამს კითხვებს(გვ.80 სავ.15) მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე .
სსსმ მოსწავლეების
აქტივობის მიზანი:
სსსმ მოსწავლე
(N 1)
აწყვილებს ერთმანეთთან დიდ და პატარა ასოებს და ასახელებს მათ;
(დანართი N 1)
სსსმ მოსწავლე
(N 2)
იპოვის და შემოხაზავს მითითებულ ასოებს და ასახელებს მათ;
(დანართი N 2)
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
აძლევს დავალებას, უხსნის როგორ უნდა შეასრულონ. მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით. საჭიროების
შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მათ.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ
ტექსტს, შეასრულეს მასთან დაკაშირებული სავარჯიშოები, უპასუხეს კითხვებს და შეარჩიეს
მოცემილი ვარიანტებიდან სწორი პასუხები.
|
10 წუთი
|
|
5
|
აქტივობის მიზანი: მოცემული ლექსიკური ერთეულების დაკავშირება სურათებთან
და მათი დასახელება.
მეთოდი-ვერბალური, ვიზუალური
კლასის ორგანიზების ფორმა-საერთო
საკლასო.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
სთავაზობს დაათვალიერონ სურათები გვ.81 სავ.16 მოსწავლეები კითხულობენ სიტყვებს ასახელებენ რას ხედავენ სურათებზე მოცემული
სიტყვების გამოყენებით და აკავშირებენ სურათებთან.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეემა შეძლეს დაეკავშირებინათ ლექსიკური ერთეულები სურათებთან
და მათი დასახელება.
|
4 წუთი
|
|
6
|
აქტივობის მიზანი: თანამშრომლობითი
და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების გაუმჯობესება.
მეთოდი-თანამშრომლობითი, ჯგუფური
კლასის ორგანიზების ფორმა-ჯგუფური
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
აჯგუფებს მოსწავლეებს ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით და უხსნის მათ დავალებას:
თითოეულ
ჯგუფს გადაეცემა ორი კონვერტი, რომელშიც ორ ფერად ფურცელზე დაწერილია ზედსართავი
და არსებითი სახელები. მათგან უნდა შექმნან შესიტყვებები, ასევე მოსწავლეებს აქვთ შესატყვისების ქართული
ვარიანტი, რის მიხედვითაც მოსწავლეები შეეცდებიან დააკავშირონ ერთმანეთთან ზედსართავი
და არსებითი სახელები, შესრულებულ დავალებას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი
აძლევს დავალების შესასრულებლად 10 წუთს, პრეზენტაციისათვის- 5 წუთს.
სსსმ მოსწავლეების მიზანი:
სსსმ მოსწავლე (N 1) და (N 2) მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს;
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი
აძლევს წინასწარ გამზადებულ შაბლონს და უხსნის მოსწავლეებს შესასრულებელ დავალებას.
მოსწავლეები შეეცდებიან დავალების შესრულებას. საჭიროების შემთხევაში მასწავლებელი
ეხმარება მათ.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში, შეასრულეს მიცემული დავალებები და წარმოადგინეს პრეზენტაციის
სახით.
|
15 წუთი
|
|
7
|
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის
შეჯამება/შეფასება;
მეთოდი-ვერბალური
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მათ წინასწარ შედგენილი ჰოლისტური შეფასების სქემის გამოყენებით.
დანართი
N 4, N 5 ,N 6
აქტივობის შედეგი: მასწავლებელმა
შეაჯამა გაკვეთილი, მისცა კომენტარები და შეაფასა განმსაზღვრელი შეფასებით ჰოლისტური რუბრიკის მეშვეობით.
|
2 წუთი
|
|
8
|
აქტივობა
საშინაო დავალება
მიზანი: მიღებული ცოდნის განმტკიცება;
მეთოდი-ინსტრუქტაჟი
ტექსტი
„ მარის ბინა“ -მოყოლით გვ.80 N12
აქტივობის შედეგი: მასწავლებელმა
განუმარტა მოსწავლეებს სახლში შესასრულებელი დავალება, მისცა ინსტრუქციები.
|
2 წუთი
|
|
9
|
აქტივობის მიზანი:
თამაშის გამოყენებით
მოსწავლეთა განტვირთვა და გახალისება
მეთოდი-ვიზუალური, ვერბალური
აქტივობის აღწერა:
მასწალებელი
უჩვენებს მოსწავლეებს Power point-ში შექმნილი თამაში: « Угадай, что
нарисовано». მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს ინსტრუქცია, როგორ ეთამაშათ: თითოეული
უჯრედის უკან დამალულია ავეჯის რომელიღაც
ნივთი. მოსწავლეები ხსნიან თითოეულ უჯრედს და ასახელებენ მას, პასუხობენ მასწავლებლის
კითხვებზე.
|
3 წუთი
|
შეფასება: განმსაზღვრელი (იხილეთ დანართები( N4 N5 N 6 )
დანართები:
დანართი
N 1
სსსმ მოსწავლე(
N1)
შეაერთე დიდი და პატარა ასოები ერთმანეთთან
О в
А б а Б
и В И О
დანართი
N 2
სსსმ მოსწავლე (N 2)
მოძებნე შემოხაზული ასოები და დაასახელე ისინი
Э А Э А О Э А В Э А К
|
У А Б У Г Ф У Д С У
|
დანართი
N 3 (დავალება ჯგუფური მუშაობისათვის)
Высокий, большой, голубое, маленькая, новая, красивый,широкий, белый,
круглое, красивая, маленькая, красивый, цветной, красивое, маленькая, новая.
Мебель, стол, люстра, зеркало, кресло, диван, шкаф, холодильник, зеркало,
тумбочка, полка, телевизор.
ახალი
ავეჯი
განიერი დივანი
თეთრი
მაცივარი პატარა
ტუმბო
ცისფერი
სავარძელი მაღალი კარადა
დიდი
მაგიდა ლამაზი
ჭაღი
მრგვალი
სარკე პატარა თარო
ლამაზი
დივანი ფერადი
ტელევიზორი
პატარა
გაზქურა თეთრი მდივანი
ლამაზი
ავეჯი ლამაზი
სარკე
დანართი
N 4
შეფასება:
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლემ ვერ
დააკავშირა სახელმძღვანელოში მოცემული შესიტყვებები სურათებთან მასწავლებლის
დახმარების გარეშე და ნაწილობრივ გაიმდიდრა
ლექსიკური მარაგი;
ვერ შეასრულა ტექსტთან დაკავშირებულ სავარჯიშოები
;
ვერ
მოახერხა დაეკავშირებინა მოცემული ლექსიკური
ერთეულები სურათებთან და ვერ დაასახელა ისინი.
|
მოსწავლემ დააკავშირა სახელმძღვანელოში მოცემული შესიტყვებები
სურათებთან მასწავლებლის დახმარებით და ნაწილობრივ გაიმდიდრა ლექსიკური მარაგი;
შეასრულა ტექსტთან დაკავშირებული სავარჯიშოები
მასწავლებლის დახმარებით;
გაუჭირდა დაეკავშირებინა მოცემული ლექსიკური ერთეულები სურათებთან და დაესახელებინა ისინი.
|
მოსწავლემ
დააკავშირა სახელმძღვანელოში მოცემული შესიტყვებები სურათებთან მცირე ხარვეზებით
და გაიმდიდრა ლექსიკური მარაგი;
იმუშავა
ტექსტზე და შეასრულა მასთან დაკავშირებული სავარჯიშოები მცირე ხარვეზებით;
დააკავშირა მოცემული ლექსიკური ერთეულები სურათებთან და დაასახელა ისინი.
|
მოსწავლემ სრულყოფილად
დააკავშირა სახელმძღვანელოში მოცემული შესიტყვებები
სურათებთან და გაიმდიდრა ლექსიკური მარაგი;
იმუშავა მოცემულ ტექსტზე და სრულად შეასრულა მასთან დაკავშირებული დავალებები;
სწორად
დააკავშირა მოცემული ლექსიკური ერთეულები სურათებთან და დაასახელა ისინი .
|
სსსმ მოსწავლეების შეფასების რუბრიკა (ჰოლისტური)
მოსწავლე (N1)
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლე
ვერ ასახელებს და
იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
ვერ ახერხებს დააწყვილოს ერთმანეთთან დიდი და პატარა
ასოები;
ვერ
ახერხებს წინასწარ გამზადებულ შაბლონზე
ასოების ხაზვას და მართლწერის წესების დაცვას.
|
მოსწავლე
ნაწილობრივ ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს; აწყვილებს ერთმანეთთან დიდ და პატარა ასოებს და ასახელებს მათ ხარვეზებით; უჭირს წინასწარ გამზადებულ შაბლონზე
ასოების დახაზვა, ვერ იცავს მართლწერის
წესებს .
|
მოსწავლე ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს მცირე ხარვეზებით;
აწყვილებს ერთმანეთთან
დიდ და პატარა ასოებს და ასახელებს მათ;
მასწავლებლის
მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს თუმცა სრულად ვერ იცავს მართლწერის
წესებს .
|
მოსწავლე სრულყოფილად ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
აწყვილებს ერთმანეთთან
დიდ და პატარა ასოებს და ასახელებს მათ;
მასწავლებლის
მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს მართლწერის წესების სრული დაცვით.
|
სსსმ მოსწავლეების შეფასების რუბრიკა
მოსწავლე (N 2)
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლე
ვერ ასახელებს ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
ვერ
ახერხებს მითითებული ასოების შემოხაზვას
და დასახელებას;
ვერ ახერხებს წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ასოების
ხაზვას და მართლწერის წესების დაცვას.
|
მოსწავლე
ნაწილობრივ ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
იპოვის
და შემოხაზავს მითითებულ ასოებს თუმცა უჭირს მათი დასახელება;
მასწავლებლის
მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ვერ ახერხერბს ასოების ხაზვას მასწავლებლის დახმარების გარეშე, უჭირს მართლწერის წესებს დაცვას .
|
მოსწავლე
მცირე ხარვეზებით ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
იპოვის
და შემოხაზავს მითითებულ ასოებს და ასახელებს მათ ნაწილობრივ; მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე
ხაზავს ასოებს, თუმცა სრულად ვერ იცავს მართლწერის წესებს.
|
მოსწავლე
სრულყოფილად ასახელებს და იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს და მოკლე ფრაზებს;
იპოვის და შემოხაზავს მითითებულ ასოებს და ასახელებს მათ;
მასწავლებლის მიერ წინასწარ
გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს მართლწერის წესების სრული დაცვით.
|
ხელმოწერა:
ლელა იკაშვილი
თარიღი: 22.04.2019
რეფლექსია
რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
რამ განაპირობა შერჩეული
ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
2019 წლის 1 მაისს მე-5 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე
: “ჩემი სახლი. ჩემი ბინა»(Мой дом.Моя квартира.) გაკვეთილი გამჭოლი კომპენტენციის უნარებზე და ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. კერძოდ, წიგნიერებასა და თანამშრომლობითი უნარების
განვითარებაზე. ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმან, რომ უცხო ენის გაკვეთილები
გათვლილია სტანდარტის ოთხივე მიმართულების განვითარებაზე. მოსწავლესათვის უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია: მოსწავლე შეიძენს
სხვადასხვა ტიპის ცოდნას :
Ø გრამატიკულს, ლექსიკურს ;
Ø მართლწერისა და მართლმეტყველების ნორმებს;
Ø გაეცნობა უცხოენოვანი ქვეყნების კულტურას ;
Ø ტექსტის სახეებსა და მათ მახასიათებლებს ;
Ø წერას, მოსმენას, კითხვასა და
ლაპარაკს ;
განუვითარდებათ
სხვადასხვა
სახის უნარ-ჩვევები:
Ø სამეტყველო ;
Ø ენობრივი უნარი;
Ø სტრატეგიული;
სამოქალაქო უნარ-ჩვევები:
Ø თანამშრომლობა;
Ø თავისუფალი არჩევანის გაკეთება;
Ø შემოქმედებითობა და სხვა.
თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით კი მოსწავლეები არა მარტო ცოდნას ეუფლებიან, არამედ უვითარდებათ სოციალიზაციისა
და კომუნიკაციის უნარებიც, რადგან სწორედ სწავლების ეს ფორმა მოითხოვს და უწყობს ხელს
მათ უშუალო კომუნიკაციასა და ინტერაქციას. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ისეთ კომუნიკაციურ
უნარებს, როგორებიცაა: კითხვის დასმის, აქტიური მოსმენის, თხრობის, მიღებული ინფორმაციის
გადამუშავებისა და ადეკვატური საპასუხო რეაქციის დაბრუნების უნარები.
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა სწორედ ამ ფაქტორებმა. გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი, რესურსებით გამდიდრებული, მოსწავლეების
ცოდნის გაანალიზებაზე ორიენტირებული.
რა სარგებელი მიიღეს
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ ჩატარებული აღნიშნული ტიპის გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში, გაკვეთილების დაგეგმვის დროს
გაიზიარებენ მათთვის ეფექტურ მისაღებ სტრატეგიებს, ასევე მოარგებენ გაკვეთილზე
გამოყენებულ მრავალფეროვან რესურსებს თავიანთ გაკვეთილებს, გაუჩნდებათ სურვილი იმისა
,რომ მოწონებული აქტივობები საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ. მოსწავლეთათვის
სარგებლის მომტანი იყო იმ მხრივ, რომ არცერთი მოსწავლე არ იყო პროცესს მიღმა დარჩენილი,
ყველა მათგანმა გაართვა თავი დავალებებს. მიმაჩნია, რომ მათთვის გაკვეთილში ბევრი რამ : ახალი, საინტერესო, სახალისო.
ეს მათ დაეხმარა ცოდნის გააქტიურებაში, შეძენასა და განმტკიცებაში.
იქნა თუ არა მიღწეული
მიზანი?
ჩემ
მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე მიზანი სრულად იქნა
მიღწეული. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
უზრუნველყოფდა მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. აქტივობები იყო მრავალფეროვანი.
ისინი ეფექტურად და მიზანმიმართულად იყო შერჩეული
. გაკვეთილის დასაწყისში გამოყენებულმა აქტივობებმა გაახალისეს გაკვეთილი, გააქტიურეს
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რომლის დახმარებითაც მათ ადვილად შეძლეს გაეცათ კითხვებზე
პასუხი, წარმოედგინათ საშინაო დავალება. გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. მოსწავლეები
ხალისით ჩაერთვნენ თითქმის ყველა აქტივობაში.
ვცდილობდი, ყველა მოსწავლე შესაძლებლობისა და უნარების მიხედვით ჩამება საგაკვეთილო
პროცესში. პასუხის გაცემის საშუალებას ვაძლევდი ყველას. მოსწავლეებს ვაძლევდი გონივრულ
ვადას პასუხის გასაცემად. ეს მათ თავდაჯერებულს და მოტივირებულს ხდიდა და ამით შევძელი
ჩართულობის გაზრდა. მოსწავლეები შესასწავლ
ტექსტს კითხულობდნენ ხმამაღლა, გამართულად,
ინტონაციის დაცვით. მათ კარგად გაართვეს თავი მასთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს: კითხაზე პასუხი გაცემა, ტექსტზე მუშაობა და მასთან
დაკავშირებული სავარჯიშოების შესრულება, სურათის აღწერა და დაკავშირება ნახატთან, ლექსიკური
მარაგის გამდიდრება, ჯგუფური მუშაობა და სხვა. ჩემ მიერ შექმნილი რესურსები კი უფრო მეტად დამეხმარა წინარე ცოდნის გააქტიურებაში და შემდეგ ახალი მასალის
განმტკიცებაში. აქტივობები ისეთი თანმიმდევრობით
იყო დაგეგმილი, რომ გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგამდე ნამდვილად მიმიყვანა:
პირველივე აქტივობიდანვე ვიზრუნე, მოსწავლეთათვის შემექმნა განწყობა და ამემაღლებინა
მოტივაცია და მოლოდინი შესრულებული სიმღერით. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მათთვის
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა, სადაც მათ შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო და გააკეთეს
პრეზენტაცია.
ვფიქრობ,
ეს ყველაფერი დამეხმარა მიზნის მიღწევაში.
რა შეიცვლება თქვენი
და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ჩატარებულმა გაკვეთილმა მე და ჩემს კოლეგებს
გვიჩვენა, რომ საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობების დანერგვა პრაქტიკაში, ახალი იდეების
შემოტანა გაკვეთლზე, რაც მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს, აუმაღლებს მოტივაციას და
განაპირობებს მათ სრულ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ამით ისინი შეიძენენ არამარტო
ცოდნას, არამედ მიიღებენ სიამოვნებას.
სასწავლო
პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას შეუწყობს ხელს და როგორ, ჩატარებული
გაკვეთილი?
მოსწავლეებმა წინამდებარე გაკვეთილზე
შეძლეს:
Ø ამომწურავად გაეცათ კითხვებზე პასუხი;
Ø გაეაქტიურებინათ წინარე ცოდნა;
Ø შეესრულებინათ დავალებები Power point-ში და ონლაინ ფორმატში შექმნილი რესურსების გამოყენებით;
Ø გაემდიდრებინათ ლექსიკა;
Ø გაეუმჯობესებინათ კითხვის ტექნიკა;
Ø შეესრულებინათ სავარჯიშოები;
Ø დაეკავშირებინათ ძველი და ახალი მასალა ერთმანეთთან;
გაიუმჯობესეს ჯგუფური და თანამშრომლობითი უნარები.
ყველაფერი ეს მოხერხდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით.
რომელი აქტივობა წარიმართა
გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა წარიმართა
გეგმის მიხედვით, არ გამხდარა საჭირო გეგმის მოდიფიცირება. არცერთი აქტივობა, რაც დაგეგმილი
იყო არ შეკვეცილა და ამოვარდნილა. მნიშვნელოვანი ცვლილება ან მოდიფიცირება გაკვეთილის
გეგმაში არ დამჭირვებია. დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფდა მოსწავლეთა ჩართულობასა
და მიზნის მიღწევას.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული
და რატომ?
ვფიქრობ, ყველაზე წარმატებული მაინც იყო ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს
მიწოდებული რესურსები, სწორად წარმართეს პრეზენტაცია და ეს მოახერხეს სწრაფად და გონივრულად,
ლექსიკური მარაგის და გრამატიკული წესების დაცვით. წარმატებული აღმოჩნდა სსსმ მოსწავლესთან
მუშაობაც. მან კარგად გაართვა თავი დავალებების შესრულებას, თუმცა დასჭირდა მასწავლებლის
და მეგობრების დახმარება.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას
და როგორ?
გაკვეთილის მსვლელობისას, რა თქმა უნდა, გამოვლინდა
ხარვეზები, რაც მე ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენა მგონია. ხარვეზად მიმაჩნია დროის გადანაწილება აქტივობების მიხედვით. ჯგუფურ
მუშაობას დათმობილი ჰქონდა 15 წუთი, თუმცა მოსწავლეებმა არ მოანდომეს ამ აქტივობას
ეს დრო, რადგანაც შეასრულეს დავალება სწრაფად. დარჩენილი რამოდენიმე წუთი გადავანაწილე
მომდევლო აქტივობაზე. თუმცა, ამ ცვლილებას მიზანზე გასვლაში ხელი არ შეუშლია. მაგრამ სხვა დროს უფრო მეტი ყურადღებით გადავანაწილებ დროს, რადგანაც დროის მართვა გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
რას გავითვალისწინებ
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
ვფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება
უფრო სრულფასოვანს გახდის ჩემს შემდგომ პრაქტიკას,
მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გამოვიყენებ დაგეგმვისას.
ხაშურის დ.კაკიაშვილის სახელობის N 2 საჯარო სკოლა
რუსული ენის მასწავლებელი ლელა იკაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий