გაკვეთილის
გეგმა
N
2
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლელა იკაშვილი
პირადი ნომერი:
57001011783
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი/ Vა
მოსწავლეთა რაოდენობა1:
21(მათ
შორის 2 სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის თემა:
ქალაქი,
ქუჩა (Город. Улица)
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე გაკვეთილის ბოლოს შეძლებს:
ü გამოიყენებს ძიებითი
კითხვის ტექნიკას და შეასრულებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს (ტექსტის სათაურის შერჩევა, წინადადებებში მსგავსებების
და განსხვავებების მოძებნა);
ü მოიძიებს და გაარჩევს მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებს, შეადგენს
და წაიკითხავს დასრულებულ წინადადებებს;
ü ილუსტრაციაზე დაყრდნობით
უპასუხებს კითხვებს;
ü გარკვევით, გამართულად
და ხმამაღლა წაიკითხავს ტექსტს.
გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლე შეძლებს:
|
სსსმ მოსწავლე (N 1)
ü იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს;
ü გადახაზავს ერთნაირ
ასოებს, დარჩენილი ასოებით შეადგენეს სიტყვას და შექმნის შესაბამის ნახატს;
ü მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს;
|
სსსმ მოსწავლე (N 2)
ü
იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს/წინადადებებს;
ü მოცემულ სიტყვებს
შლის ასოებად და მონიშნავს ცხრილში;
ü მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს;
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია vკლასის საგნობრივი მოთხოვნები,
გაკვეთილის მიზანი შესაბამისობაშია მისაღწევ შედეგთან, სასწავლო მიზანი და თემა შეესაბამება
სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს, ასევე გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა, როგორც სსსმ მოსწავლეებთან, ასევე მთელ კლასთან.(ორივე სსსმ მოსწავლე სწავლობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით)
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ.)
|
1
|
აქტივობის მიზანი:საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესისათის
მზადება, მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის აღწერა:
1.მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს, აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეახსენებს მათ შეფასების
რუბრიკებს.
2.მოტივაციის
ამაღლებისათვის და გაკვეთილისადმი უკეთ განწყობისათვის მოსწავლეები უსმენენ სიმღერას და ასრულებენ რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოს.
|
ვერბალური ვიზუალური
თვალსაჩინოების გამოყენებით
აუდიალური
|
საერთო
საკლასო
|
საკლასო
ჟურნალი,კალამი (კლასში
დასწრების
აღრიცხვისთვის)
ფლიპჩარტი
(
წინასწარ დაწერილი გაკვეთილის თემის, მიზნების, შეფასების რუბრიკებით,
(თვალსაჩინოებისათვის
და უკეთ აღქმნისათვის)
აქტივობების
ჩამონათვალი(მოსწავლეთა მოლოდინისა და მზაობისათვის)
(მოტივაციის ასამაღლებლად).
ლეპტოპი და პროექტორი (მასალის ვიზუალური აღქმისათვის)
|
3 წუთი
|
2
|
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, კითხვებზე პასუხის გაცემა.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით ამოწმებს საშინაო
დავალებას გვ.74.სავ.7, მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ და ამოწმებენ შესრულებულ
დავალებას. შემდეგ მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს განვლილ მასალას, მოსწავლეები
პასუხობენ დასმულ კითხვებზე: Какой свет горит на светофоре, если
§ Прохода нет!
§ Свободен
путь.
§ Опасен путь!
§ Приготовься.
§ Переходи.
§ Стой!
სსსმ მოსწავლეების
აქტივობის მიზანი: წარმოთქმული სიტყვებს, წინადადებებს გამეორება.
აქტივობის აღწერა:
სსსმ მოსწავლეები N 1 N 2 იმეორებენ მოსწავლის/მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ
სიტყვებს.
|
კითხვა-პასუხი
ვერბალური
|
საერთო
საკლასო
ინდივიდუალური
|
სახელმღძვანელო
М.Барсегова.Русский язык Vкласс და სამუშაო რვეული (დავალების შესამოწმებლად)გვ.74
სავ.7
|
4 წუთი
|
3
|
აქტივობის მიზანი: გაცნობითი და ძიებითი კითხვის სტრატეგიების
გამოყენებით სახელძღვანელოში მოცემულ ტექსტზე
მუშაობა და მასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
აქტივობის აღწერა:
1.მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო გვ.75 სავ. 9 მოსწავლეები ეცნობიან
ტექსტს, კითხულობენ მას. ტექსტის გაცნობის
შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეურჩიონ ტექსტის სათაური მოცემული ვარიანტებიდან.
2. მოძებნიან ტექსში რა იყო ზედმეტი ან არ იყო
ნახსენები. გვ.75 სავ.10
3.
მოსწავლეები ადარებენ მოცემულ წინადადებებს
ტექსტს და ნახულობენ განსხვავებებს მათ შორის.გვ.75
სავ.11
სსსმ მოსწავლეების
აქტივობის მიზანი:
სსსმ მოსწავლე
(N 1)
გადახაზავს ერთნაირ
ასოებს, დარჩენილი ასოებით ადგენეს სიტყვას და ხატავს მას;
სსსმ მოსწავლე (N 2)
მოცემულ სიტყვებს შლის ასოებად და მონიშნავს მათ;
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ინივიდუალურად უხსნის მოსწავლეებს
დავალებას.მოსწავლეები შეეცდებიან დავალების შესრულებას.
|
გაცნობითი
ძიებითი კითხვა
ვერბალიზაცია
წერითი მეთოდი
|
საერთო
საკლასო
ინდივიდუალური
სსსმ მოსწავლეები
|
სახელმძღვანელო
М.Барсегова» Русский язык» Vკლასი
დაფა
ცარცი
სახელძღვანელო
(ინფორმაციის მისაღებად და დავალებების შესასრულებლად)
გვ.75
სავ.9
გვ.75
სავ.10
გვ.75
სავ.11
თაბახის
ფურცელზე გამზადებული დავალება (შესასრულებლად)
დანართი N1
თაბახის
ფურცელზე გამზადებული დავალება (შესასრულებლად)
დამართი N 2
|
10 წუთი
|
4
|
აქტივობის მიზანი: მოცემული შესიტყვებებით და ასოებით
წინადადებებისა და სიტყვების შედგენა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
უთითებს მოსწავლეებს დააკვირდნონ შესიტყვებებს,რომლებიც მოცემულია სახელმძღნელოში,
დააკავშირონ ისინი ერთმანეთთან შინაარსის მიხედვით და წაიკითხონ. მოსწავლეები ასრულებენ
დავალებას და კითხულობენ მიღებულ წინადადებებს. შემდეგ მოცემული ასოებით ადგენენ
სიტყვებს და კითხულობენ მათ.
გვ.75
სავ.12,13
|
გაცნობითი
ძიებითი კითხვა
ვერბალური
|
ინდიდვიდუალური
|
სახელმძღვანელო(ინფორმაციის მისაღებად და დავალების შესასრულებლად) გვ.75 სავ.12,13
|
6 წუთი
|
5.
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები მოიძიებენ და გამოიყენებენ მოძრაობის
აღმნიშვნელ ზმნებს, უპასუხებენ კითხვებს;
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ წინადადებები და
ყურადღება მიაქციონ გამუქებულ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ მოძრაობას. მოსწავლეები
მასწავლებელთან ერთად აკეთებენ განსხვავებას ზმნებს едет და идёт
შორის, შემდეგ მასწავლებელი თვალსაჩინოდ აკრავს სავარჯიშოში გამოყენებულ ზმნებს,
სთხოვს მოსწავლეებს შეუსაბამონ შესაბამისი სურათები. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას
და პასუხობენ კითხვებზე.გვ.76.სავ.14,15
|
კითხვა-პასუხი
გაცნობითი
ძიებითი კითხვა
ვიზუალიზაცია
|
საერთო
საკლასო
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო(ინფორმაციის მისაღებად და ახალი მასალის შესასწავლად) გვ.76.სავ.14,15
Power point-ის პრეზენტაცია
(ვიზუალური აღქმისა და ხანგრძლივი დამახსოვრებისათვის
სურათები(
დავალების შესასრულებლად).)
|
10 წუთი
|
6.
|
აქტივობის მიზანი:
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
სთავაზობს მოსწავლეებს ამოარჩიეთ მოცემული ვარიანტებიდან საჭირო სიტყვა შეავსონ წინადადებები
და წაიკითხონ მიღებული წინადადებები შემთხვევითობის პრინციპით.გვ.76.სავ.16
მოსწავლეები
ირჩევენ სწორ ვარიანტს და წაიკითხავენ დასრულებულ წინადადებებს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო(ინფორმაციის მისაღებად და ახალი მასალის შესასწავლად)
გვ.76.სავ.16
|
5 წუთი
|
7.
|
აქტივობის მიზანი:
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
უხსნის მოსწავლეებს შესასრულებელ დავალებას(მოცემულ სიტყვებში აკლია ასო)
მოსწავლეები სამუშაო რვეულებში ასრულებენ მას გვ.66.სავ.4.
სსსმ მოსწავლეების
აქტივობის მიზანი:
სსსმ
N1 და N 2 წინასწარ
გამზადებულ შაბლონზე ხაზავენ ასოებს;
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
ინივიდუალურად უხსნის მოსწავლეებს დავალებას.მოსწავლეები შეეცდებიან დავალების შესრულებას.
|
წერითი მეთოდი
წერითი მეთოდი
|
საერთო
საკლასო
სსსმ
მოსწავლეები
|
სამუშაო
რვეული
გვ.66.სავ.4(დავალების
შესასრულებლად)
წინასწარ
მომზადებულ თაბახის ფურცლებზე წერტილებით დაწერილი დავალევა(მართლწერის გაადვილებისათვის)
|
2 წუთი
|
8.
|
აქტივობის მიზანი:
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს აფასებს
მათ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
შეფასების
რუბრიკები
(ობიექტური
და ვალიდური შეფასებისთვის)
დანართი
N3
დანართი
N4
დანართი
N 5
|
3 წუთი
|
9.
|
აქტივობის მიზანი: შესწავლილი
მასალის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას.
სამუშაო
რვეული გვ.67 N5,
|
ინსტრუქტაჟი
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო
რვეული კალამი
გვ.67
N5,
|
2 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: II უცხ. დაწყ. (II) 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია
და რამოდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
ü სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
II უცხ. დაწყ. (II) 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
მოსწავლე:
ü ხმამაღლა და გარკვევით
კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს;
II უცხ. დაწყ. (II) 6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება
მოსწავლე:
ü ამოიცნობს სავარჯიშოს
პირობას;
ü ამოიცმობს ტექსტის
ზოგად შინაარსს;
ü ამოკრებს საჭირო ინგორმაციას;
II უცხ. დაწყ. (II) 7 მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის
ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოდელების ტექსტების
შედგენა.
მოსწავლე:
ü იცავს ნასწავლ სინტაქსურ
მიმართებებს წინადადებების წინადადებების წევრებს შორის (მაგ. ათანხმებს არსებით და
ზედსართავ სახელებსრიცხვში/სქესში;
ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);
სსსმ მოსწავლის
გაკვეთილის ბოლოს მოსაღწევი შედეგი:
სსსმ მოსწავლე N 1.
IIუცხ.დაწყ.(II)2 მოსწავლემ უნდა
შეძლოს სიტყვების,წინადადებების და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა
მოსწავლე:
ü ბაძავს
მოსმენილი ბგერების, სიტყვების ჟღერადობას;
IIუცხ.დაწყ.(II) 5.მოსწავლემ უნდა
შეძლოს გაწაფულად კითხვა
მოსწავლე:
ü ამოიცნობს
ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს;
II უცხ. დაწყ. (II) 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის ან კონკრეტული
საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
ü იცავს კალიგრაფიის
და მართლწერის ელემენტარულ ნორმებს;
სსსმ მოსწავლე N 2.
IIუცხ.დაწყ.(II)2 მოსწავლემ უნდა
შეძლოს სიტყვების,წინადადებების და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა
მოსწავლე:
ü ამოიცნობს
ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს;
IIუცხ.დაწყ.(II) 5.მოსწავლემ უნდა
შეძლოს გაწაფულად კითხვა
მოსწავლე:
ü ხმამაღლა და გარკვევით
კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს;
II უცხ. დაწყ. (II) 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის ან კონკრეტული
საყრდენების მიხედვით ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
ü იცავს კალიგრაფიის
და მართლწერის ელემენტარულ ნორმებს
შეფასება:
განმსაზღვრელი შეფასება(იხილეთ დანართები ( N 3 N4 N5)
ხელმოწერა:
ლ.იკაშვილი
თარიღი:
20.03.2019
დანართები
(დანართი
N
1)
სსსმ მოსწავლე N1 დავალება
მონიშნე ერთაირი
ასოები, დარჩენილი ასოებით შეადგენე სიტყვა და დახატე
н я
о а р ё
я б ы
л
к л н
ю ы ё
р о
(დანართი N2)
სსსმ მოსწავლეN 2 დავალება
მოცემულ სიტყვებს შლის ასოებად და მონიშნავს მათ;
е
|
з
|
с
|
н
|
о
|
л
|
т
|
|
зонт
|
|||||||
енот
|
|||||||
слон
|
დანართები: N 3
შეფასების რუბრიკა.ზოგადი ჰოლისტური
სქემა
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლე ვერ
იყენებს
ძიებითი კითხვის
ტექნიკას და უჭირს
შეასრულოს
სახელმძღვანელოში
მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებულ
სავარჯიშოები;
ვერ არაჩევს მოძრაობის
აღმნიშვნელ ზმნებს;
ვერ სცემს პასუხს;
ილუსტრაციაზე
დაყრდნობით;
უჭირს კითხვა.
|
მოსწავლე გამოიყენა
ძიებითი კითხვის
ტექნიკას და ნაწილობრივ შეასრულებს
სახელმძღვანელოში
მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებულ
სავარჯიშოებს;
მოიძია და
განარჩია მოძრაობის
აღმნიშვნელი ზმნები ხარვეზებით;
უჭირს პასუხის
გაცემა ;
ილუსტრაციაზე დაყრდნობით დახმარების გარეშე;
კითხულობს
ტექსტს, თუმცა უჭირს ინტონაციის დაცვა.
|
მოსწავლემ გამოიყენა
ძიებითი კითხვის
ტექნიკა და შეასრულა
სახელმძღვანელოში
მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებულ
სავარჯიშოები მცირე ხარვეზებით;
მოიძია და
განარჩია
მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები მცირე უზუსტობებით;
ილუსტრაციაზე დაყრდნობით სრულად უპასუხა კითხვებს;
გარკვევით, გამართულად და ხმამაღლა წაიკითხა ტექსტი .
|
მოსწავლემ გამოიყენა ძიებითი კითხვის ტექნიკა და სრულყოფილად
შეასრულა სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტთან
დაკავშირებული სავარჯიშოები ;
მოიძია და
განარჩია მოძრაობის ამნიშვნელი ზმნები შეადგინა
და წაიკითხა დასრულებული წინადადებები;
ილუსტრაციაზე დაყრდნობით სრულად უპასუხა კითხვებს;
გარკვევით, გამართულად და ხმამაღლა წაიკითხა ტექსტი ინტონაციის
სრული დაცვით.
|
დანართი N4
სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
მოსწავლე N1
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლეს უჭირს გაიმეოროს
წარმოთქმული ბგერები, სიტყვები/წინადადებები;
ვერ ახერხებს გადახაზოს
ერთნაირი ასოები და შეადგინოს
სიტყვა და დახატოს ის;
უჭირს გამზადებულ
შაბლონზე ასოების მოხაზვა.
|
მოსწავლე მასწვლებლის დახმარებით იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის
წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს
ხარვეზებით;
გადახაზავს ერთნაირ
ასოებს შეცდომებით, დარჩენილი ასოებით უჭირს შეადგენეს სიტყვას და შექმნის
შესაბამისი ნახატი;
მასწავლებლის მიერ
წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს, უჭირს დაიცვას კალიგრაფიული ნორმები;
|
მოსწავლე
იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს
მცირე ხარვეზებით;
გადახაზავს ერთნაირ
ასოებს, დარჩენილი ასოებით შეადგენეს სიტყვას და შექმნის შესაბამის ნახატს;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს, სრულად
ვერ იცავს კალიგრაფიულ ნორმებს.
|
მოსწავლე სრულყოფილად იმეორებს
მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს;
გადახაზავს ერთნაირ
ასოებს, დარჩენილი ასოებით შეადგენეს სიტყვას და შექმნის შესაბამის ნახატს;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს, სრულად
იცავს
კალიგრაფიულ ნორმებს.
|
დანართი N5
სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
სსსმ მოსწავლე N2
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლეს უჭირს გაიმეოროს მასწავლებლის/მოსწავლის მიერ წარმოთქმული
ბგერები, სიტყვები/წინადადებები;
ვერ
ახერხებს მოცემული სიტყვების
დაშლას ასოებად და მათ მონიშნავას ცხრილში;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ვერ ხაზავს ასოებს
და ვერ ახერხებს კალიგრაფიის ნორმების დაცვას.
|
მოსწავლე მასწავლებლის
დახმარებით იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის
წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს;
უჭირს
მოცემული სიტყვების დაშლა ასოებად და
მათი მონიშნავა ცხრილში;
მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს;
თუმცა ვერ ახერხებს კალიგრაფიის ნორმების დაცვას.
|
მოსწავლე იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს/წინადადებებს მცირე ხარვეზებით;
მოცემულ სიტყვებს შლის ასოებად და მონიშნავს ცხრილში;
მასწავლებლის მიერ წინასწარ
გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს; თუმცა სრულად ვერ იცავს
კალიგრაფიის ნორმებს.
|
მოსწავლე სრულყოფილად იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს;
მოცემულ სიტყვებს შლის ასოებად და მონიშნავს ცხრილში;
მასწავლებლის
მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე ხაზავს ასოებს; სრულად იცავს კალიგრაფიის ნორმებს.
|
გაკვეთილის რეფლექსია
მოღწეული შედეგი
2019 წლის 20 მარტს ქ.ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის N 2 საჯარო სკოლაში
ჩატარდა გარე დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში, მე-5ა კლასში.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლე
ü გამოიყენებს ძიებითი კითხვის ტექნიკას და შეასრულებს სახელმძღვანელოში
მოცემულ ტექსტთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს
(ტექსტის სათაურის შერჩევა, წინადადებებში მსგავსებების და განსხვავებების მოძებნა);
ü მოიძიებს და გაარჩევს მოძრაობის
აღმნიშვნელ ზმნებს, შეადგენს და წაიკითხავს დასრულებულ წინადადებებს;
ü ილუსტრაციაზე დაყრდნობით უპასუხებს კითხვებს;
ü გარკვევით, გამართულად და ხმამაღლა წაიკითხავს ტექსტს.
სსსმ მოსწავლეების
მიზანი იყო:
ü იმეორებს მასწავლებლის/მოსწავლის წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს/წინადადებებს;
ü გადახაზავს ერთნაირ ასოებს, დარჩენილი ასოებით
შეადგენეს სიტყვას და შექმნის შესაბამის ნახატს;მოცემულ სიტყვებს
შლის ასოებად და მონიშნავს ცხრილში;
ü მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებულ შაბლონზე
ხაზავს ასოებს.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები უზრუნველყოფდა
მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. აქტივობები იყო მრავალფეროვანი. ისინი ეფექტურად და მიზანმიმართულად იყო შერჩეული . გაკვეთილის
დასაწყისში გამოყენებულმა აქტივობებმა გაახალისეს გაკვეთილი, გააქტიურეს მოსწავლეთა
წინარე ცოდნა, რომლის დახმარებითაც მათ ადვილად შეძლეს გაეცათ კითხვებზე პასუხი, წარმოედგინათ
საშინაო დავალება. გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ
თითქმის ყველა აქტივობაში. ვცდილობდი, ყველა
მოსწავლე შესაძლებლობისა და უნარების მიხედვით ჩამება საგაკვეთილო პროცესში. პასუხის
გაცემის საშუალებას ვაძლევდი ყველას. მოსწავლეებს ვაძლევდი გონივრულ ვადას პასუხის
გასაცემად. ეს მათ თავდაჯერებულს და მოტივირებულს ხდიდა და ამით შევძელი ჩართულობის
გაზრდა. მოსწავლეები შესასწავლ ტექსტს კითხულობდნენ ხმამაღლა, გამართულად, ინტონაციის
დაცვით. მათ კარგად გაართვეს თავი მასთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს: შეურჩიეს სათაური
მოცემული ვარიენტებიდან, შეადგინეს წინადადებები და სიტყვები, მოცემული სიტყვებიდან
ამოირჩიეს სწორი პასუხი და გამართეს წინადადებები. მინდა გამოვყო N 5 აქტივობა, რომლის
მიზანი იყო მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნების მოძიება და გამოყენება. მოსწავლეეები ხალისით
ჩაერთვნენ ამ აქტივობაში და სწორად გამოიყენეს ზმნები. აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო
პროცესში სსსმ მოსწავლე N 1( N 2 მოსწავლე არ ესწრებოდა გაკვეთილს): იმეორებდა მასწავლებლის/მოსწავლის
მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, დარჩენილი ასოებით შეადგინა სიტყვა და შექმნა ნახატი, წინასწარ
გამზადებულ შაბლონზე მოხაზა ასოები.
გამოყენებული აქტივობების
ეფექტურობა
ვთვლი, რომ გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში
ხელი შემიწყო დაგეგმილმა აქტივობებმა . ასევე ეფექტური გამოდგა ტექსტზე დაყრდნობით შესრულებული მრავალფეროვანი
სავარჯიშოები, კარგად გამოიყენეს წინასწარ შერჩეული ილუსტრაციები
მიზანზე გამიყვანა სწორად შერჩეულმა რესურებმაც.
ამ აქტივობებით შევეცადე გამევითარებინა ზეპირმეტყველება და კითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, რომ სწორად შევუსაბამე
კლასის ორგანიზების ფორმებიც და მეთოდებიც. გამონიყენე როგორც საერთო საკლასო, ასევე
ინდივიდუალური მუშაობაც.
გეგმის/ აქტივობების
მოდიფიცირება
მნიშვნელოვანი
ცვლილება ან მოდიფიცირება გაკვეთილის გეგმაში არ დამჭირვებია, გაკეთილი წარიმართა გეგმის
შესაბამისად გაკვეთილის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობები არ შემიცვლია. ყველა აქტივობა
შევეცადე განმეხორციელებინა დაგეგმილი აქტივობების მიხედვით. გაკვეთილზე აღნიშნული მიზნების მიღწევა სრულად
მოხერხდა, რაც განაპირობა მოსწავლეთა ინტერესების და კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებამ, რადგან დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფდა მოსწავლეთა
ჩართულობასა და მიზნის მიღწევას. მცირეოდენი ცვლილება,რომნელის განვახორციელე იყო დარჩენილი
2 წუთი გამოვიყენე წინასწარ გამზადებული დამატებითი აქტივობის შესასრულებლად. ვფიქრობ,
გაკვეთილის ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს დაგეგმილი
აქტივობა წასაკითხ ტექსტთან დაკავშირებით და
მასთნ დაკავშირებული სავარჯიშოები, რომელიც გაითავისეს, როგორც ძლიერმა, ისე საშუალო
და სუსტმა მოსწავლეებმა.
გასაუმჯობესებელი
მიმართულება
გაკვეთილის მსვლელობისას, რა თქმა უნდა, გამოვლინდა
ხარვეზები, რაც მე ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენა მგონია. ხარვეზი დავაფიქსირე ტექსტზე
მუშაობის დროს, კერძოდ იყო შეცდომები სიტყვების
წამოთქმაში და გამომრჩა შემესწორებინა ყველა დაშვებული შეცდომა. მომავალში ვიქნები
მაქსიმალურად ყურადღებით, ხარვეზს გავასწორებინებ თვითონ მოსწავლეებს. ასევე, შევეცდები,
დროის გადანაწილება მოხდეს ისე, რომ ამ დამჭირდეს დამატებითი აქტივობის გამოყენება.
მართალია, ამ ცვლილებამ მიზნებზე გასვლაში ხელი არ შემიშალა, მაგრამ სხვა დროს უფრო მეტი ყურადღებით გადავანაწილებ დროს, რადგანაც დროის მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რასაკვირველია, გაკვეთილში ცვლილებების შეტანა ბუნებრივი და ჩვეული პრაქტიკაა, მითუმეტეს, მეხუთე კლასში, რადგანაც მათ ახალი დაწყებული აქვთ რუსული,
როგორც უცხო ენის შესწავლა. საბოლოო ჯამში, გაკვეთილი იყო მიზნებზე ორიენტირებული. ვფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უფრო სრულფასოვანს
გახდის ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს.
20.03.2019 ლ.იკაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий