კვლევის ანგარიში



სსიპ ქალაქ ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის N 2 საჯარო სკოლა






                                     პრაქტიკული კვლევა

თემა: „როგორ ავამაღლოთ მოტივაცია დაწყებით საფეხურზე“


                              საგანი : უცხო ენა (რუსული ენა, ინგლისური ენა)

                                     მასწავლებლები: ლელა იკაშვილი
                                                                    თეა ლომიძე
                                                                    ანა ტეფნაძე

                                           2017-2018 სასწავლო წელი
                                                              1

პრაქტიკული კვლევა-----------------------------------------------------------------------------1
შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------3
თავი I კვლევის მიზანი და ამოცანები---------------------------------------------------------3
1. 1 მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლებისა საკვლევი ობიექტების შესახებ 4
1.2.საკვლევი საკითხის აქტუალურობა--------------------------------------------------------4
1.3. მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მასთან დაკავშირებული სირთულეები--------------------------------------------------------------------------------------4
1.4 კვლევის მიზანი-------------------------------------------------------------------------------5
1.5 საკვლევი საკითხები--------------------------------------------------------------------------5
თავი II პრაქტიკული კვლევის არსი------------------------------------------------------------6
თავი III ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------7
  3.1 ლიტერატურული ანალიზი---------------------------------------------------------------15
თავიIV მეთოდოლოგია_------------------------------------------------------------------------16
 4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი-------------------------------------------------------------------16
  4.2   მონაცემების შეგროვება-------------------------------------------------------------------16
 4.3 კვლევის ვადები------------------------------------------------------------------------------16
თავი V გამოკითხვის შედეგები-----------------------------------------------------------------17
 5.1გამოკითხვის შედეგების ანალიზი ---------------------------------------------------------17
 თავიVI ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები-------------------------------------------20
 6.1 ინტერვენციები-------------------------------------------------------------------------------20
 6.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები---------------------------------------------------24
 6.3 ინტერვენციების შეფასება------------------------------------------------------------------25
 თავი VII კვლევის შედეგები, მიგნებები , რეკომენდაციები -------------------------------25
 7.1 კვლევის შედეგები---------------------------------------------------------------------------25
 7.2 დასკვნები და რეკომენდაციები------------------------------------------------------------26
7.2 მიგნებები--------------------------------------------------------------------------------------26
დანართები----------------------------------------------------------------------------------------26

გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------------------29

                                                             

შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს ხაშურის დ.კაკიაშვილის სახელობის #2 საჯარო სკოლის უცხოური ენის კათედრის მასწავლებლების მიერ ჩატარებილი პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა წარმოადგინეს ამავე სკოლის რამდენიმე უცხო ენის პედაგოგმა.
ნაშრომი შედგება 7 თავისგან.
 I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები.
II  თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და მის დანერგვას.
III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
IVთავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და
კვლევის  ვადების შესახებ.
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს.
VI თავში განხილულია ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების
ეტაპები.
VII თავში აღწერილია კვლევის შედეგები, მიგნებები და რეკომენდაციები.

თავი I
კვლევის მიზანი და ამოცანები
1.1 მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლებისა და საკვლევი ობიექტების შესახებ.
უცხო ენის კათედრის წევრებმა ანა ტეფნაძემ, თეა ლომიძემ და ლელა იკაშვილმა გადავწყვიტეთ სწავლების დაწყებით საფეხურზე ჩაგვეტარებინა კვლევა, დაგვედგინა
მოსწავლეებში დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და დაგვესახა პრობლემის გადაჭრის გზები .
კვლევის ობიექტად ავირჩიეთ ხაშურის სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის N 2 საჯარო სკოლის
IVკლასის მოსწავლეები (პედაგოგი ლელა იკაშვილი)
II კლასის მოსწავლეები (პედაგოგი თეა ლომიძე)
IIIკლასის მოსწავლეები (პედაგოგი ანა ტეფნაძე)


1.2 საკვლევი საკითხის აქტუალობა.
“სწავლება ბევრს ნიშნავსწახალისება კი – ყველაფერს”.
                                                                                                          იოჰან ვოლფგანგ გოეთე
სინამდვილეში დიდი ადამიანი გაგრძნობინებსრომ შენც შეიძლება გახდე დიდი”. 
                                                                                                         მარკ ტვენი 
სკოლა ცოცხალ ორგანიზმს გავს. მასში სასიცოცხლო პროცესები მიმდინარეობსორგანიზმს კი სასიცოცხლო პროცესების წარმართვისათვის ორგანოთა შეთანხმებული მუშაობას ჭირდებაასევეა სკოლაცმისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი რგოლებისმოსწავლისა და მასწავლებელის შეთანხმებული მუშაობაარა მარტო სწავლასარამედ ნებისმიერ აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლადმოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნასრომელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს და საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხსსასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევა.
ზოგიერთი ბავშვი სწავლისადმი შინაგანად მომართულია და დიდ ენთუზიაზმს ამჟღავნებსსხვებს კი სწავლისადმი მოტივაციის გასაღვიძებლად დამატებითი სტიმულაციაწახალისება სჭირდება და ამას მასწავლებლისგან მოელიანიმისათვისრომ მასწავლებელმა ამ რთულ ამოცანას წარმატებით გაართვას თავიის კარგად უნდა ერკვეოდეს ფაქტორებშირომელიც სწავლისადმი მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება/შესუსტებაზე მოქმედებს.
1.3 მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მასთან დაკავშირებული სირთულეები.
21-ე საუკუნის სწავლა/ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებასთან ერთად სხვადასხვა ტიპის სირთულეებმაც იჩინა თავი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მოტივაციის დაბალი მაჩვენებელია, რომელიც მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია და რომელზე ზრუნვაც მასწავლებლის მოვალეობაა. ამას კი  მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ.
მოტივირებული მოსწავლე წარმატებული გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორიარატომ უნდა ვისწავლო? – კითხულობს ბავშვიყველამ ვიცით ამ კითხვაზე პასუხითუმცა ძალიან ძნელიააუხსნა ბავშვსთუ რა მნიშვნელობა აქვს სწავლასრაში უნდ აგამოვიყენოთ ის სამომავლოდროგორ დაგვეხმარება ის შემდგომი წარმატების მიღწევაში და ა..
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში „მოტივაციას“ იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობისმისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისთვისმასში იგულისხმება ისრაც მოსწავლეს ამოძრავებსაძლევს მიმართულებასგეზსარ შეგვიძლია, ვაიძულოთ მოსწავლე, მოსწონდეს სკოლა და ჩვენი საგანისაჭიროა, დავანახოთ მოსწავლეს სკოლის და მიღებული ცოდნის ღირებულებაუნდა დავარწმუნოთრომ სკოლაში შეძენილი ცოდნა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში საჭირო უნარების განსავითარებლად და წარმატებული პროფესიული კარიერისათვის.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ღრმად შეგვესწავლა ეს საკითხი, მოგვეძებნა პრობლემების გადაჭრის გზები და დაგვენერგა პრაქტიკაში.
1.4 კვლევის მიზანი.
კვლევის მიზანია, შევისწავლოთ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი საგაკვეთილო პროცესში და დავხვეწოთ კლასში მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების გამოყენება. ამოვავლინოთ მუშაობი პროცესში ხარვეზები, დავგეგმოთ გაუმჯობესების გზები და კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება.
1.5 საკვლევი საკითხები:
·         რა ითვლება მნიშვნელოვან კომპონენტებად, რომლებიც სწავლის მოტივაციის დაკარგვას განაპირობებს.
·         როგორია ქცევა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის დროს.
·         რა გავლენას ახდენს მოტივაცია მოსწავლეთა ჩართულობაზე სასწავლო პროცესში.
·         მოტივაციის ამაღლების გზები და სტრატეგიები
·         როგორ იცვლება მოსწავლის ქცევა მოტივაციის ამაღლების შემდეგ.
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
კვლევა შედგება ქმედებებისგანრომლებიც სისტემურ და თვითკრიტიკულ საჯარო გამოკითხვას წარმოადგენსხოლო განმანათლებლებისათვის პრაქტიკის კვლევა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს სასკოლო გარემოს და ყველა იმ მოვლენის ტრანფორმირებისათვისრომლებიც სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვსეს არის პროფესიული სიტუაციების  სისტემური  კვლევაჩატარებული  მასწავლებელთა  მიერ  საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის,სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
 პრაქტიკის კვლევაში მოგზაურობა არის:
· მძლავრი ისტუმენტი და სტრუქტურა პროფესიული განვითარებისა და ზრდისათვისცხოვრების მანძილზე სწავლისათვის;
· სტრუქტურარომელიც ხელს უწყობს კრიტიკული რეფლექტიურობის პრაქტიკის განვითარებას,  მისიროგორც სწავლა-სწავლების პროცესის ბუნებრივ ნაწილად ჩამოყალიებებას;
 · პროცესი, რომელიც ხელს უწყობს გააზრებულ და განზრახულ სწავლას გამოცდილების დასაგროვებლად;
· სკოლის კოლექტივის უწყვეტი განვითარებისკულტურული ტრანფორმირებისგანათლების ცვლილების ხელშეწყობა და კვლევაზე ორიენტირებული კურიკულუმისა და პროგრამის შემუშავება;
პრაქტიკის კვლევა სწორედ ის სტუქტურაარომელიც საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებით ვიფიქროთახალი ხედვა განვივითაროთ და ეს ხედვა ჩვენს რეალობაში დავამკვიდროთჩვენთვის აუცილებელია კრიტიკულად ტრანსფორმაციული პედაგოგიკარომელიც საშუალებას მოგვცემს თვითგავითარებით დავკავდეთ და კრეატიული და თანამშრობლობითი ხედვები ჩამოვაყალიბოთეს ის მომავალი უნდა იყოსრომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით და არა შთამომავლობით ვიღებთ.
ამრიგადპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგებისდირექტორებისსასკო საზოგადოების სხვაწარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის,სკოლის საქმიანობისსწავლა-სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნითპრაქტიკის კვლევის განმხორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ,რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებააპროფესიულადმზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკასრაც სკოლაში სწავლა სწავლების   ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დახმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა
(ე.ს.გ. 2011 -2016 წ.წ)
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული  ფაქტორიარომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში. ცნობილიარომ მოტივაციას განაპირობებს როგორც გარეგანიასევე შინაგანი ფაქტორები.
მრავალი თეორია ცდილობსახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და გააანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების მრავალგვარობაშიაკლასში მოსწავლეები სოციალურ და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით,  რწმენით, საჭიროებებით, უნარებით განსხვავდებიან, რაც შესაძლოა განსაზღვრავდეს მათში მოტივაციის დაკარგვას. შესაბამისადკიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზეთუ რა შეიძლება იყოს ის, რაც მოსწავლეს სწავლის მოტივაციას გაუჩენსუამრავი დისციპლინათშორისი თეორია ცდილობსახსნას ის მნიშვნელოვანი ფაქტორებირომლებიც სწავლის მოტივაციის დაკარგვას განაპირობებს.
მოტივაცია ეს ის ფაქტორიარომელიც საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხსბავშვი დაბადებიდანვე მიისწრაფვის სიახლეებისკენრაც მისი წარმატებისა და განვითარების აუცილებელი პირობაათუ მოსწავლეს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები სწავლისადმი, მაშინ მისი მოტივაცია მცირდებაშესაბამისად ცოდნის დონეც დაბალიამაგრამ თუ სწავლის პროცესი დაკავშირებულია მოსწავლის ინტერესებსა და დადებით ემოციებთანმაშინ მოზარდისთვის სწავლა ხდება ბუნებრივი ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება. სკოლისა და მასწავლებლის უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ესაარომ სწავლის პროცესი არა იძულებითარამედ ბუნებრივსახალისო პროცესად აქციოს.
ამ პროცესის ( მოტივაცია) განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ელემენტებია( ან ფაქტორები)
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეაის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებასთავსატეხსცდილობსგადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და .. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია დაამდენადმნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი სტიმულებირომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხოსაჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
2.თვითრწმენა
თვითრწმენა  მნიშვნელოვანი მოტივიაა სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელადიმისთვისრომ მოსწავლე სწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოსის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი   არ უნდა ეპარებოდეს დასახულიმი ზნის მიღწევაშიწარმატების განცდა მოსწავლესსაზოგადოდადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილსაღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად. მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების შესახებმას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვარომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას.
3. სასკოლო გარემო
ერთ-ერთი ფაქტორირომელმაც მოსწავლეებში შესაძლებელია სწავლის დემოტივაცია განაპირობოსეს არის სასკოლო გარემოპირობებიდიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო და საკლასო გარემოს მოწყობასმაგალითად, ცდებისთვის საჭირო ინვეტარით აღჭურვაერთ-ერთი მნიშველოვანი წინაპირობაა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვისასევე სასურველია საკვეთილო პროცესში აუდიოვიზუალური რესურსების გამოყენებარაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს.  მასწავლებელმა უნდა შექმნას თანამშრომლობითიარასტრესული გარემოსადაც მოსწავლეები აკეთებენ ერთობლივ პროექტებს,  ერთობლივად ასრულებენ დავალებებს. მხარდაჭერისკენ  მიმართული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიარომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფსმოსწავლე მუდმივად იღებს უკუკავშირს მასწავლებლისგან და მისთვის ტესტირების ან გამოცდის დღე არ არის წარმატების/წარუმატებლობისგანმსაზღვრელი.
4. მასწავლებლის ფაქტორი 
მოსწავლეთა მამოტივირებელი შესაძლებელია იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. მოსწავლეს აქვს მოლოდინირომ საგაკვეთილო პროცესის დროს ის მოისმენს რაღაც ახალსმიიღებს პასუხს კითხვებზეის უნდა ხედავდეს მასწავლებლის მოტივაციასგადასცეს მას ახალი ცოდნამოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს ისეთ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობასადაც მასწავლებელი იცნობს და პატივს სცემს მასაფასებს მის ინტერესებსმოსწავლე სწავლობს უკეთესადროცა მასწავლებელი მშვიდად (და არასტრესულადწარმართავს სასწავლო პროცესსიზიარებს მოსწავლეთა შეხედულებებსარ განასხვავებს დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებსარ მიუთითებს შეცდომებზესაგაკვეთილო პროცესის წარმართვის დროს სასურველიამასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკამიუხედავად იმისარომ მასწავლებელს ხშირად სჭირდება მოსწავლის შეფასებამნიშვნელოვანიაამ პროცესმა არ გამოიწვიოს სტრესი და მოტივაციის კლება. მასწავლებელი მუდამ ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის ყურადღების მიპყრობაზერაც შესაძლებელია მისი ინტერესების გათვალისწინებითცნობისმოყვარეობის გაღვივებითმისი ძლიერი მხარეების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესშიმოსწავლის მოტივირებისთვის აუცილებელია ენთუზიზმით სავსე მასწავლებელი
5.მოსწავლის ფაქტორი
მნიშვნელოვანია იმის გააზრებარომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული კონტექსტიდანმათ აქვთ გარკვეული გამოცდილებებისურვილებიმოთხოვნები და მოლოდინები.
დასავლური სკოლა განასხვავებს გარეგან და შინაგან მოტივაციებსმნიშვნელოვანიაგავიაზროთ ორივე ტიპის მოტივაციის როლი და ეფექტი. გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ. შინაგანი მოტივაციის დროს კი  წახალისებისაღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი და ფოკუსი ცნობისმოყვარეობაზეგამოწვევებზესოციალურ ინტერაქციაზეა.მაშინ,როცა სასწავლო პროცესში მოტივაციის ნაკლებობა შეიმჩნევააუცილებელია,განისაზღვროს ის სტრატეგიებირომლებიც მოსწავლეს შინაგან და გარეგან მოტივაციას აღუძრავს. 
მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას ახდენს ის სოციალური გარემოსაიდანაც ისინი მოდიანასევეგარემოსადაც უწევთ ყოფნამაგალითადის თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სასწავლო მასალაროგორ სკოლაში დადიანოჯახის შემოსავალიკონკრეტულს ფეროში დასაქმების სურვილიმასწავლებლებთანმშობლებთან დათანატოლებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხიმოსწავლი მოტივაციაზე ასევე გავლენას ახდენს ისთუ რამდენად ჩართულია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა დ მსვლელობაშიგრძელვადიანი საგაკვეთილო პროცესის გაცნობამმიზნების ნათლად დასახვამ შესაძლოა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად აუმაღლოს მოტივაცია დასახული იზნის მისაღწევად.
6.შინაარსის ფაქტორი 
ეჭვგარეშეარომ საგაკვეთილო პროცესის მიმართ მოსწავლის მოტივაციას აღძრავს ის შინაარსირომლის მიწოდებასაც ვცდილობთთემარომელიც მას მიეწოდებაუნდა იყოს გასაგებად გადმოცემულიდროული და მისი ინტერესების შესაბამისიმასწავლებლის უპირველესი ამოცანაამოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა. შექებაჯილდო ან სხვა ფორმით წახალისება ასევე აუცილებელი პირობაა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდისთვისეს სტიმულს აძლევს მათ შემდგომი კვლევა-ძიებისათვის. თუმცამნიშვნელოვანიარომ მასწავლებელმა შეძლოს გარეგანი მოტივაციის გადაქცევა შინაგან ფაქტორადრადგან გარეგანი სტიმული დროებითიაშინაგანი კი ხანგრძლივია.
7.კავშირი ბავშვის სამყაროსა და სკოლას შორის
სასწავლო პროცესს უმეტესად არ უკავშირებენ მათ რეალურ ცხოვრებასმოსწავლეები კითავის მხრივვერ ახერხებენსაკუთარი გამოცდილება სკოლას დაუკავშირონსაგნების ისეთი ფორმით სწავლებასრომელსაც არ აქვს კავშირი ყოველდღიურობასთან აუცილებლად მივყავართ სწავლისადმი ინტერესის დაკარგვამდე და ცუდ მოსწრებამდეშეიძლებაჩვენთვისმასწავლებლებისთვის ნათელი იყოს მიმდინარე მასალის კავშირი ხოვრებასთანმაგრამ მოსწავლეთათვის - არაამიტომ სწავლის პროცესში ყურადღება უნდა მიქცეს საგნის აქტუალურობის განხილვას. სკოლაოჯახისაზოგადოებასაინფორმაციო საშუალებები და სხვგამუდმებით ცდილობენშეცვალონ ადამიანის ფიქრებიემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართაიამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანიამასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
მასლოუს იერარქიის მიხედვითსწავლის მოთხოვნილების აღმძვრელი შეიძლება იყოს განსხვავებული დონის მოტივაციაეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ინდივიდუალურ თავისებურებაზეცდაწყებით კლასებში მოსწავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ჯერ უსაფრთხოების და შემდეგ მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებახოლო მოზარდებისთვის წამყვანი უკვე თვით-პატივისცემის მოთხოვნილება ხდებადაწყებით კლასებში ბავშვის ეფექტური სწავლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია სტაბილურობაწესრიგი და ამავე დროს მნიშვნელოვანია ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდათუ მოსწავლე თავს იზოლირებულად ან გარიყულად გრძნობსვერ ახერხებს იმის ათვისებასაც კირაც შეუძლიაამ ონეზე ბავშვისათვის მეტად მნიშვნელოვანია იმის განცდარომის ჯგუფის სრულფასოვანი წევრიაამის საფუძველზე ყალიბდება თვით-პატივისცემის მოთხოვნილებამიღწევაზე ორიენტაციაჯგუფში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და სტატუსზე ზრუნვა.
რა გავლენას ახდენს მოტივაცია მოსწავლეთა ჩართულობაზე სასწავლო პროცესში.
მოტივაციაზე საუბრისასროგორც წესირაღაცის კეთების სურვილს ვგულისხმობთმოსწავლეებთან მიმართებაში კიძირითადად სწავლის სურვილზეა საუბარი.რანდალ სპრიკი( 2006), რომელიც საბაზო კლასებში დისციპლინის საკითხებზე წერსშინაგანი და გარეგანი მოტივაციის მკაფიოდ გამიჯვნის წინააღმდეგია და ამბობსრომ ქცევების უმრავლესობას განაპირობებს ორივე ტიპის მოტივაციაშინაგანი და გარეგანი. მაგალითადთუკი მოსწავლე ბევრს კითხულობს ამას შეიძლება სიამოვნებისთვის აკეთებდესმაგრამ გარდა ამისა იგი ისიამოვნებს იმ კომპლიმენტებითაცრომელთაც ასეთი „ნაკითხობის“ გამო მიიღებს. შესაძლებელიამოსწავლეს სიამოვნებსკითხვამაგრამ არც ისაა გამორიცხულირომ მშობლებისაგან შექებას და მასწავლებლისგან მისი ნაკითხობის აღნიშვნას ელის.
შესაბამისადმასწავლებლები უნდა ეცადონ მოსწავლეებში გააღვიძონროგორც შინაგანი (მაგალითადსაინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილით აღუძრან სწავლის სურვილიასევეგარეგანი (მაგალითად შექებარაიმე ჯილდოს დაწესებამოტივაცია.თუმცა მასწავლებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოსრომ თუკი მოსწავლის მოტივაციის აღძვრისასმოსწავლეს არ აქვს მოლოდინი რომ იგი წარმატებული იქნება ან მას არაფრად უღირს ის რაც წარმატების შემთხვევაში ხვდება წილადმაშინ მისი მოტივაციის გასაზრდელად გამოყენებული ტექნიკა არ იმუშავებსთითოეული მოსწავლე განსხვავებულიაის რაც ერთ მოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს შესაძლოა სხვა მოსწავლეს პირიქითმოტივაციას უხშობდესსწორედ ამიტომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარმ ოსწავლეებსრათა სწორად შეარჩიოს სამოტივაციო სტრატეგიები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა მათი გამოცდილებებისა და ინტერესების შესწავლითაა შესაძლებელი. ყოველ მოსწავლეს კონკრეტული ინტერესები და გამოცდილება გააჩნიამაგალითად ეს შეიძლება იყოს ცურვამოგზაურობაცხოველების სიყვარულიოჯახური რობლემებიავადმყოფობის გადატანამოხალისეობადა ა.მასწავლებლებს შეუძლიათ ამ გამოცდილებებთან ა ინტერესებთან დააკავშირონ სასწავლო საკითხებირაც მათ მოტივაციის გაზრდას შეუწყობს ხელს. სწავლების პროდუქტიულობა იზრდებაროდესაც მოსწავლეები თავად არიან აქტიური სასწავლო პროცესის განმავლობაშიმოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაც ხომ ამას გულისხმობსმოსწავლე აქტიურია გაკვეთილზემასწავლებელი კი მხოლოდ გზის მაჩვენებელიროდესაც მოსწავლეს გაკვეთილზე ვუქმნით პირობებსრომ თავად იყოს სწავლების პროცესის აქტიური მონაწილემისი სწავლის მოტივაცია იზრდება.საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ რამდენიმე რჩევასსპრიკი, 2006):
·         ნუ ისაუბრებთ ბევრსშეამცირეთ სალექციო მეთოდის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობანუ მისცემთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალებას;
·         დასვით კითხვებიმოაწყვეთ დისკუსიები და განხილვები;
·         გამოიყენეთ გონებრივი იერიში;
·         მოსწავლეები ამუშავეთ წყვილებსა და ჯგუფებში;
·         მიეცით მოსწავლეებს მცირე მოცულობის დამოუკიდებელი სამუშაო;
·         გაკვეთილებზე დანერგეთ როლური თამაშები და სიტუაციური ამოცანები;
·         გამოიყენეთ სასწავლო ვიზუალური თვალსაჩინოებები.
მოსწავლის პროცესში ჩართვა და  მოტივაციის გაზრდა შეუძლებელია, თუ მასწავლებელი თვითონ აჩვენებს დისტანციას ან ინტერესის ნაკლებობას საკითხისადმი, ან ასწავლის ასეთი წინადადებების თანხლებით: „ვიცი, რომ ეს საკითხები მოსაწყენია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ,“ „ვიცი, რომ ეს საკითხები არ არის გასართობი,“ამის საპირისპიროდ, მოსწავლეები უფრო დიდი ინტერესით ისწავლიან უინტერესო საკითხებსაც კი, თუ მასწავლებელი თავად იჩენს ამ საკითხების მიმართ ინტერესს.მასწავლებლის ინტერესს შეუძლია გაზარდოს მოსწავლის სწავლის მოტივაცია. ნებისმიერი მცდელობისგან განსხვავებით, ინტერესის გამოხატვა აჩვენებს მოსწავლეებს, რომ ინფორმაცია მნიშვნელოვანია და ღირს მისი სწავლა. კვლევები მიუთითებს, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი ენთუზიაზმის მქონე მასწავლებლები ასწავლიან, უფრო მაღალი მოსწრება აქვთ იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებსაც დაბალი ენთუზიაზმის მქონე მასწავლებლები ასწავლიან. ასევე განსხვავებული მოქცევა გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში.მასწავლებლის მოლოდინი მოსწავლის მიმართ - მაღალი თუ დაბალი - შეიძლება გახდეს წინასწარმეტყველება, ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანის შედეგები ადასტურებს მისი უნარების მიმართ წარმოდგენას. პოზიტიური მოლოდინების კომუნიკაცია აჩვენებს მოსწავლეებს, რომ ისინი შეიძლება წარმატებული იყვნენ და როცა ისინი არიან, მათი თვითეფექტურობა იზრდება და მყარდება პოზიტიური ურთიერთობა მოტივაციასა და ჩართულობას  შორის. შეიძლება მოხდესამის საწინააღმდეგოც. დაბალი მოლოდინების კომუნიკაციამ შეიძლება მოსწავლეს აჩვენოს, რომ არ აქვთ საკმარისი უნარები, ამიტომ ისინი უფრო ნაკლებ ჩართულობას გამოიჩენენ.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
.მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ, გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები.
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში.
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე.
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და გზები
ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც წახალისების გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ გამუდმებით სჭირდებათ ქება, სტიმული და თანადგომა.
1.გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2.ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3.ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს.
4.გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5.გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6.შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ.შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “1+2” შეფასება. “1+2” ისეთი შეფასებაა, სადაც “1” შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო “2” – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8.არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
9.იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
10.ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
11.სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
12.ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
13.შემოიღეთ “პრობლემებისა და წინადადებების ყუთი” – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
14.ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.
      

თავი IV  მეთოდოლოგია
კვლევის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა ანკეტირება, როგორც ინტერვენციების  დასაგეგმად, ასევე მისი შედეგების გასაანალიზებლად. საკვლევ კითხებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენეთ რაოდენობრივი მეთოდიც (ზეპირი გამოკითხვა).
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის  N 2 საჯარო სკოლის
IV კლასის მოსწავლეები
II (ა) და II (ბ)  კლასის მოსწავლეები
III(ა) და III( ბ) კლასის მოსწავლეები


ამის საწინააღმდეგოც. დაბალი მოლოდინების კომუნიკაციამ შეიძლება მოსწავლეს აჩვენოს, რომ არ აქვთ საკმარისი უნარები, ამიტომ ისინი უფრო ნაკლებ ჩართულობას გამოიჩენენ.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
.მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ, გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები.
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში.
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე.
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და გზები
ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც წახალისების გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ გამუდმებით სჭირდებათ ქება, სტიმული და თანადგომა.
1.გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2.ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3.ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს.
4.გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5.გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6.შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ.შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “1+2” შეფასება. “1+2” ისეთი შეფასებაა, სადაც “1” შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო “2” – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8.არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
9.იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
10.ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
11.სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
12.ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
13.შემოიღეთ “პრობლემებისა და წინადადებების ყუთი” – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებ
       3.1 ლიტერატურის ანალიზი
როგორც უკვე განვიხილეთ კლასში მოსწავლეები სოციალური და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით, უნარებით განსხვავდებიან. მრავალი თეორია არსებობს რომელიც განიხილავს რა შეიძლება იყოს ის რაც გამოიწვევს როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებას. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის  დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში ანუ უნდა ქონდეს თვითრწმენა და წარმატების განცდა  .ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო და საკლასო გარემოს მოწყობას, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობითი და მხარდაჭერისკენ მიმართული.მასწავლებელი ისე უნდა წარმართავდეს სასწვლო პროცესს რომ არ ანსხვავებდეს დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მისი შეფასება არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის სტრესული.მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა .უნდა შეძლოს და დაეხმაროს მოსწავლეებს  ნასწავლი მასალის დაკავშირებაში ყოველდღიურობასთან.მოტივაციის ამაღლებისთვის მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს წახალისების სხვადასხვა ფორმები შექება ჯილდო და ა.შ.თუმცა მნიშვნელოვანია, რომ  მან შეძლოს გარეგანი მოტივაციის გადაქცევა შინაგან ფაქტორად.მასლოუს თეორია ადამიანის მოტივაციის განსაკუთრებით პოპულარული ხედვაა რომლის მიხედვითაც მოტივაციის ასამაღლებლად  უნდა დაკმაყოფილდეს იერარქიის თითოეული ქვედა დონის მოთხოვნილებები, რათა შესაძლებელი გახდეს მომდევნო დონეზე გადასვლა.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მოსწავლის სწავლის მოტივაციის გასაზრდელად მოსწავლეესთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასწავლებელი კარგადიცნობდეს საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს, მათ ინტერესებს, სწავლისსტილს, ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს. მოსწავლეთა შესახებ ამ ინფორმაციის გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, დაამყაროს მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობები და, ამასთანავე, დაგეგმოს მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესი.

თავი IV  მეთოდოლოგია
კვლევის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა ანკეტირება, როგორც ინტერვენციების  დასაგეგმად, ასევე მისი შედეგების გასაანალიზებლად. საკვლევ კითხებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენეთ რაოდენობრივი მეთოდიც (ზეპირი გამოკითხვა).
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
ხაშურის დავით კაკიაშვილის სახელობის  N 2 საჯარო სკოლის
II (ა) და II (ბ)  კლასის მოსწავლეები
III(ა) და III( ბ) კლასის მოსწავლეები
IV კლასის მოსწავლეები

4.2 მონაცემების შეგროვება:
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდის გამოყენებით:
ანკეტირება
დანართი N 2

4.3 კვლევის ვადები
აქტივობა(თვე)
X
XI
XII
 I
I I
I I I
1.საკვლევი პრობლემის შერჩევა
ü   





2.კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
ü   





3.კვლევის ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი
ü   
ü   




4კვლევის მეთოდების შერჩევა.

ü   




5.კითხვარის შედგენა

ü   
ü   



6.ანკეტირება


ü   
ü   


7.მიღებული შედეგების ანალიზი


ü   
ü   


8.ინტერვენციის დაგეგმვა



ü   


9.ინტერვენციის განხორციელება



ü   
ü   

10.მოსწავლეთა ანკეტირება ინტერვენციის შემდეგ




ü   
ü   
11.ინტერვენციის შედეგების ანალიზი





ü   

თავი V. გამოკითხვის შედეგები
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი (გადმოცემულია დიაგრამების სახით)
კვლევის დასაწყისში ჩავატარეთ ანკეტირება მოსწავლეებთან, დავადგინეთ, რომელი აქტივობები მოსწონთ ბავშვებს და რატომ. შედეგები წარმოვადგინეთ დიაგრამებით, საიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეებს მოსწონთ შეთავაზებული აქტივობები.





საკვლევი კლასების გამოკითხვის შედეგები
დიაგრამები კლასების მიხედვით










თავი VI. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
6.1.ინტერვენციები
 კვლევაში მონაწილე მასწავლევლების მიერ ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით კვლევის ფარგლებში კვირაში ერთხელ მოსწავლეებს უტარდებოდათ გაკვეთილები შერჩეული მეთოდების გამოყენებით. მიზანმიმართულად ვაკვირდებოდით სასწავლო პროცესში მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას. შედგენილი გრაფიკის მიხედვით ეტაპობრიბად ვცვლიდით აქტივობებს.კვირის ბოლოს პედაგოგები ვაწყობდით შეხვედრებს, ვიხილავდით პრობლემებს და ვახორციელებდით ინტერვენციებს, ვაანალიზებდით შედეგებს და ვუზიარებდით შედეგებს კათედრის წევრებს.
ინტერვენცია IV კლასში
ლელა იკაშვილი:  IV  კლასში კვლევის დროს დასახულმა და გამოყენებულმა ინტერვენციებმა და მათზე დაკვირვებამ და გამოკითხვებმა მიჩვენა, რომ არჩეული აქტივობები სხვადასხვა ზომით იწვევდა მოტივაციის ამაღლებას და მოსწავლეთა ჩართულობას საგაკეთილიო პროცესში. მოსწავლეები გახალისდენ და გაკვეთილიც უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდა. ყველაზე მეტი აქტივობა და მოწონება გამოიწვია სახალისო თამაშებმა, მასწავლებლის როლის მორგებამ და თვითშეფასების კითხვარების გამოყენებამ, რამაც როცენტული მაჩვენებლები  ასე შეცვალა: სახალისო თამაშების გამოყენებამ  50%-90% -მდე აამაღლა მოტივაცია, თვითშეფასების კითხვარების გამოყენებამ 40%-85%-მდე, ხოლო მასწავლებლის როლის მორგებამ 55%-90%-მდე. კარგათ იმუშავა ასევე ჯგუფურ მუშაობაში ლიდერის როლმა და პოზიტიურმა უკუკავშირმა. მოსწავლეები სულ მზადყოფნაში და მოლოდინში იყვნენ, თუ რას შესთავაზებდა ამჯერად მათ მასწავლებელი. ისინი უფრო თვითდაჯერებულნი გახდნენ, ხალისით ერთობოდნენ მიწოდებულ აქტივობებში. თუმცა ამ პროცესს თან სდევს სირთულე-მოსწავლეები მუდმივად არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი რომელიმე მეთოდის ან სტრატეგიის გამოყენებაზე. მათი მოშორების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს მოტივაციის ამაღლება და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
  ინტერვენცია III კლასებში
ანა ტეფნაძე: მე 3 კლასებში მოტივაციის ამაღლებისთვის დაგეგმილი აქტივობების გამოყენება როგორიცაა:ხელნაკეთი მასალის პრეზენტაცია,როლური თამაშები და მასწავლებლის როლის მორგება განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის და მათი მოტივაციის მაჩვენებელი გაიზარდა 50% დან 85 % მდე.
როლური თამაშების დრო მოსწავლეები ინაწილებდნენ როლებს და მართავდნენ დიალოგებს, შემდეგ კი ცვლიდნენ როლებს. ძალიან სახალისო და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი მასწავლებლის როლის მორგებამ, თუმცა ამ აქტივობის ხშირ გამოყენებას შესაძლოა თან სდევდეს გარკვეული სირთულეები,თავდაპირველად შესაძლოა  მოსწავლეებმა ან თავი აარიდონ მასწავლებლის როლს ან მუდმივად იყვნენ მასწავლებლის როლის მოლოდინში.
განმავითარებელებელი შეფასების ინსტრუმენტებმა ხელის ნიშნულები, გამოსაძახებელი ჩხირები, თვითშეფასების ცხრილები,პოზიტიური უკუკავშირი ,სახალისო თამაშები ხელი შეუწყო მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცეშში ჩართულობას, თითქმის ყველა მოსწავლე ყოველ გაკვეთილზე აქტიურტად იყო ჩართული სასწავლო პროცესში.

ინტერვენცია II კლასებში
თეა ლომიძე: კოლეგებთან ერთად დაგეგმილი აქტივობები და სასწავლო სტრატეგიები მართლაც რომ დადებითად აისახა როგორც სასწავლო პროცესზე, ასევე მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. სასწავლო პროცესი მათთვის სახალისო და საინტერესო გახდა,განსაკუთრებით მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეებისათვის, რომლებიც თავს არიდებდნენ დავალებების შესრულებას. ვეხმარები მათ  საკუთარი აზრის თამამად და ღიად დაფიქსირებაში, ვაქებ და ვახალისებ  მათ შესრულებული დავალებისათვის. ისინი თანდათან უფრო გახალისდნენ და ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. უკვე ხალისით გამოთქვამენ სურვილს, როლურ თამაშებში მონაწილებაზე, კლასის წინაშე საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციასა და გამოფენაზე.
საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად ვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს.(ხელის ნიშნულები, გამოსაძახებელი ჩხირები). მოსწავლეები, თავიანთი სახელების გაგონებაზე (გამოსაძახებელი ჩხირები), ცდილობენ, ზედმიწევნით კარგად შეასრულონ დავალება, გააგრძელონ ტექსტის კითხვა, დაწერონ წინადადება დაფაზე, დაასახელონ ახალი სიტყვები.
სახალისო თამაშებმა და ვიქტორინებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი კლასის მზაობისა და მოტივაციის ამაღლებას სასწავლო პროცესში.

 დიაგრამები












6.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები
ინტრევენციების შეფასებისას გამოვიყენეთ:
·         ანკეტირება- მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი
 დანართი 4
·          სახალისო ვიქტორინა
დანართი 5
 6.3 ინტერვენციების შეფასება
როგორც დაგეგმილი გვქონდა, სამივე პედაგოგმა ჩავატარეთ ანკეტირება ინტერვენციის შედეგების შესაფასებლად (იხ.დანართი).
გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღო:
  IV კლასი-18 მოსწავლე
  IIIა კლასი-18 მოსწავლე
  IIIბ კლასი- 17 მოსწავლე
  IIა კლასი- 16 მოსწავლე
  IIბ კლასი- 20 მოსწავლე

შედეგებმა გამოავლინეს საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მოსწავლეებისაგან მოვისმინეთ სურვილები, გამოხმაურებები. ყველა კლასში გვქონდა გარკვეული წარმატებები და მოტივაციის ამაღლების და მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა. შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც გამოსადეგი იქნება სხვა მასწავლებლებისათვის.

თავი  VII კვლევის შედეგები, მიგნებები, რეკომენდაციები .
  7.1 კვლევის შედეგები
   კვლევის განმავლობაში გამოყენებულმა ანკეტირებამ გვიჩვენა, რომ მასწავლებლების მიერ განხორციელებულმა  ინტერვენციებმა (სახალისო თამაშები,  მასწავლებლის როლის მორგება, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა საკლასო ოთახში, ლიდერის როლის მორგება, როლური თამაშები, სახალისო ვიქტორინები) და მრავალფეროვანმა რესურსებმა მართლაც რომ შეუწყო ხელი კვლევის დასაწყისში დასახული მიზნის მიღწევას.
გაიზარდა მოტივაცია შესასწავლი საკითხების მიმართ, მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეები გახალისდნენ და თამამად და ღიად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს, ერთიორად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მზაობა საგაკვეთილო პროცესში, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
  
  
  7.2 დასკვნები და რეკომენდაციები
   კვლევამ აჩვენა, რომ
·         სხვადასხვა მეთოდების გამოყენებამ აამაღლა მოტივაცია და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
·         გაკვეთილი გახდა უფრო ხალისიანი და საინტერესო
·         სწავლების სხვადსახვა ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხა მეთოდების გამოყენება
·         მეთოდების გამოყენება უნდა დაინერგოს პრაქტიკაში                                                                                                                                        

·         გარეგანი მოტივაცია უნდა გადაიქცეს შინაგან მოტივაციად
·         განმავითარებელებელი შეფასების ინსტრუმენტებმა (ცერები, გამოსაძახებელი ჩხირები) ხელი შეუწყო მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას
·         მუდმივად გამოყენებული მეთოდები და აქტივობები იწვევს მოსწავლეებში მიჯაჭულობას, ამოტომ  ისინი უნდა იქნას გამოყენებული ზომიერად და მონაცვლეობით



7.3 მიგნებები
·         მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის  ჩართულობას
·         იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია
·         გაკვეთილი გახდა საინტერესო და სახალისო
·         გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი
·         დაძლეულ იქნა შიში და გაუბედაობა
·         გაუმჯობესდა ქცევის წესები
·         აუცილებელია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება მოტივაციის ამაღლების მიზნით                                                                                                                                                               

დანართები

დანართი -დღიურები
ოქტომბერი:
11.10.2017 წელი



მასწავლებელთა შეხვედრა და საკვლევი თემის შერჩევა



(გამოცდილების გაზიარების შემდეგ  საკვლევ თემად შეირჩა „ როგორ ავამაღლოთ მოტივაცია დაწყებით საფეხურზე“)

24.01.2018
ინტერვენციების განხორციელება



18.10.2017.

07-14/-02/2018 ინტერვენციების განხორციელება

კვლევის გეგმის შემუშავება



(შემუშავდა სავარაუდოდ კვლევის გეგმის ნაწილები)

21/02-28/-02 2018
ანკეტირება
კვლევის პერიოდში ჩავატარეთ გამოკითხვა
მიმდინარე ინტერვენციების შედეგების
 გასაანალიზებლად . მოსწავლეებმა შეავსეს
 კითხვარი
დანართი N 3


25.10.2017.



კვლევის ლიტერატურის შესწავლა
მოვიძიეთ სავარაუდო ლიტერატურა
დანართი N 1



ნოემბერი:

მარტი

1.11.2017

07/03/2018
ანკეტირება ინტერვენციების შემდეგ

კვლევის ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი(მოძიებულ ლიტერატურას გავუკეთეთ ანალიზი და დავწერეთ დასკვნები)

დანართი N 4


15.11.2017 -22.11.2017

21/03/2018
ინტერვენციების შედეგების ანალიზი

კვლევაში მონაწილე მასწავლებლების შეხვედრა და ინტერვეციებზე მსჯელობა







დეკემბერი:
06/12/2017-13/12/2016



მოსწავლეებთან ანკეტირება.
ინრეტვენციების დაგეგმამვამდე ჩავატარეთ გამოკითხვა მოსწავლეებთან, რომელიც დაგვეხმარა ინტერვენციის მეთოდების დაგეგმვაში
დანართი N 2

24/04/2018-კოლეგებთან შეხვედრა კვლევის გაზიარება და მათი უკუკავშირი


20/12/2016-27/12/2017




კვლევაში მონაწილე მასწავლებლებმა ვიმსჯელეთ და გავაანალიზეთ მოსწავლეების მიერ შევსებული კითხვარი



იანვარი 2018 წელი
17/01/2018



ინტერვენციების დაგეგმვა



კვლევაში მონაწილე მასწავლებლებმა ვიმსჯელეთ და დავგეგმეთ ინტერვენციის პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები და სტრატეგიები მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე












                          

                                                            დანართი N 1
                                            გამოყენებული ლიტერატურა


        როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა სასწავლო მოტივაცია .  ქეთევან ოსიაშვილი 13    აგვისტო 2013 წ.
რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას. თეო ჭყოიძე
19 ოქტომბერი 2013 წელი.
მოსწავლის მოტივაცია დაწყებით კლასში. ია ტურაშვილი .12 აპრილი 2017 წელი.
ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge
კლასის მართვა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა სკოლაში. 18 აგვისტო 2017 წელი მარიამ გოდუაძე. ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge
·           http://mastsavlebeli.ge/?p=1982
მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში. 24 ივნისი 2014 ირინა აბულაძე.
ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge
·         http://mastsavlebeli.ge/?p=2397
სწავლის მოტივაცია თეორია და სტრატეგიები.1 აპრილი 2013 წელი.მარიკა სიხარულიძე. ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge
·         http://mastsavlebeli.ge/?p=1797
      სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები.6 იანვარი 2015 წელი. თეო ჭყოიძე.
ინტერნეტგაზეთი maswavlebeli.ge
დანართი N 2
კითხვარი ანკეტირებისათვის
                                        კითხვები:
1.ამ აქტივობებიდან რომელი უფრო მოგწონთ?
 ა)როლური თამაშები ბ)მასწავლებლის როლის მორგება გ)საკუთარინამუშევრების პრეზენტაცია
2.რომელი თამაში უფრო მოგწონთ?
ა)სიტყვათა თამაში ბ)ჩვენ თინეიჯერები ვართ გ)თამაში ფლეშ-ქარდებით
3.რას ელით მასწავლებლისგან?
ა)სიტყვიერ შექებას ბ)ღიმილსგ)სხვადასხვა აქტივობებს

დიაგრამები



დანართი N3
(კითხვარი მოსწავლეთათვის)
მოსწავლეებს დავუსვით შეკითხვა:
 როგორ გირჩევნიათ განვლილი მასალის განმტკიცება:
         ა)ტესტით
         ბ)ვიქტორინით
        დანართი 4

       (კითხვარი მოსწავლეთათვის)
      1.ისურვებდით რომ ხშირად გამოვიყენოთ სახალისო თამაშები?
                  კი                                                არა
      2.მოგეწონათ თქვენი ნამუშევრების პრეზენტაცია?
                 კი                                                არა
      3.მიუთითეთ რიგობითობის მიხედვით სასურელ აქტივობასა
                  1.                                  2.                                        3.
       დიაგრამები





      დანართიN 5
          ვიქტორინა (რუსული ენა) 4 კლასი
      ЗАДАНИЕ 1.
                    1. Назовите гласные буквы-А,Р,С,Ю,О.
                    2. Назовите гласные буквы-У,Л,Д,Э,П.
                    3. Назовите согласные буквы-Я,Ц,М,Ы,Ж.
                    4. Назовите согласные буквы-Ч,Т,И,Н,Г.
     ЗАДАНИЕ 2.
                          Вы переводчики
                  Я люблю играть с кошкой.
                 В зоопарке дикие животные.
                Моя мама учительница.
               Мальчик  говорит по-русски. 
    ЗАДАНИЕ 3.
         Разделите слова на слоги
           Эскалатор, машина,шкаф, язык, голова, кубики, кукла.
    ЗАДАНИЕ 4. Что лишнее?
      Игрушки: юла, машина, тело, кубики, кукла.
      Транспорт: такси, автобус, метро, рука, лодка.
      Фрукты: ананас,яблоко, груша, мяч, апельсин.
      Овощи: картофель, свёкла, арбуз, помидор, огурец.
   ЗАДАНИЕ 5. Назовите слова на букву М
                           Назовите слова на букву З
                           Назовите  слова на букву А


 კვლევა:   ,,მოტივაციის ამაღლება დაწყებით საფეხურზე ‘’
                                   კოლეგების უკუკავშირი
1. რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ აღნიშნული კვლევა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის?­­­­­­­ _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 
 2. გაიზიარებთ თუ არა კოლეგების გამოცდილებას და გამოიყენებთ თუ არა საკუთარ პრაქტიკაში?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3. გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაციები და შენიშვნები
 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------     

                                      კოლეგების უკუკავშირის ანალიზი

სსიპ დავით კაკიაშილის სახელობის ხაშურის N II საჯარო სკოლაში უცხო ენების პედაგოგებმალელა იკაშვილმათეა ლომიძემ და ანა ტეფნაძემ და  ჩაავატარეთ კვლევა სახელწოდებით,  როგორ ავამაღლოთ მოტივაცია დაწყებით საფეხურზე“.
კვლევის მიზანი იყოდაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების შესწავლა საგაკვეთილო პროცესშიმისი ამაღლების სტრატეგიების გამოყენების დანერგვა და  დახვეწა სწავლა-სწავლების პროცესში და კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარება.
კვლევა მიმდინარეობდა 2017-2018 სასწავლო წელს ექვსი თვის განმავლობაშიკვლევაში ჩართული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლების მიერ განხორციელებული მრავალფეროვანი ინტერვენციებირამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ჩართულობას უცხო ენების გაკვეთილებზე
კვლევის შედეგების გაზიარება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვისმათი აზრით:

1.     წარმოდგენილი კვლევა საინტერესოასწორად არის სტრუქტუირებულინათლად ასახავს არსებულ სურათს.  კვლევაში დაგეგმილი ინტერვენციები და სასწავლო სტრატეგიები მართლაც რომ ეფექტურია და ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასკოლეგების რეკომენდაციით მათთვის საინტერესო იქნება რა აქტივობების გამოყენება იქნება მოტივაციის ასამაღლებლად საბაზო საფეხურზე

2.       მოტივაციის ამაღლება პრობლემაა არა მარტო დაწყებით საფეხურზეარამედ მაღალ კლასებშიცსაინტერესოდ არის წარმოდგენილი ეს პრობლემამრავალფეროვანი აქტივობებითსაინტერესო ინტერვენციებითნამდვილად გასათვალისწინებელია ამ კვლევაში წარმოდგენილი სახალისო აქტიობები, რომლებიც უდაოდ ზრდის მოტივაციას.
3.       წარმოდგენილი კვლევა მნიშნელოვანიაის ხელს უწყობს ეს  არსებული პრობლემის შესწავლას და მისი გადაჭრის გზების გაზიარებას. საინტერესოა კვლევასი გამოავლენილი მიგნებები და მიღებული დასკვნები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას.
              4. მნიშვნელოვანია ,როდესაც მასწავლებელი იკვლევს არსებულ პრობლემას,      კერძოდ მოტივაციის ამაღლებაგეგმავს  მისი გადაჭრის გზებსკვლევა საინტერესოა  და ის დახმარებას გაუწეს ყველა დაინტერესულ პირსთქვენს მიერ განხორციელებული კვლევა საინტერესოა.ის ეხმარება მასწავლებელს არსებული პრობლემის იდენტიფიცირებაში,პრობლემის გადასაჭრელი გზების დაგეგმვაში და მის განხორციელებაში.
5. მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია და აუცილებელი პრაქტიკული კვლევის განხორციელებაის ეხმარება მასწავლებელს იკვლიოს საკუთარი საქმოანობაგამოავლინოს საჭიროება და დაგეგმოს მისი აღმოფხვრის გზები.
კოლეგებმა აღნიშნესრომ აუცილებლად გამოიყენებენ კვლევის გამოცდილებასრადგან კვლევაში მონაწილე პედაგოგების რეცომენდაციები და გამოყენებული ინტერვენციები საინტერესოდ წარმართავს მათ პედაგოგიურ საქმიანობას.
                                                                                 .იკაშვილი         27.04.2018



                        
                                             


               კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
                                      
 
                                         
       2017-2018 სასწავლო წელს კოლეგებთან ერთად ვაწარმოე პრაქტიკული კვლევა „როგორ ავამაღლოთ მოტივაცია  დაწყებით საფეხურზე“ IV-III-II კლასებში. კვლევის მიზანი იყო, თუ რამ განაპირობა მოსწავლეებში დაბალი მოტივაცია და მოგვეძებნა მისი ამაღლების გზები. კვლევის დაწყებამდე შევადგინეთ სამუშაო გეგმა, გამოვყავით საკვლევი საკითხები, დავგეგმეთ მოტივაციის ამაღლების გზები, მოვიძიეთ საჭირო ლიტერატურა და გავეცანით მას.  სამიზნე ჯგუფის დადგენის შემდეგ დავიწყეთ მონაცემთა შეგროვება, მოვახდინეთ გამოკითხვები და შედეგები გამოვსახეთ დიაგრამებში. განვახორციელეთ ინტერვენციები და გამოვიტანეთ დასკვნები. მივიღეთ რეკომენდაციები, დასკვნები და გამოვყავით მიგნებები.         პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, კათედრის წევრებისთვის,  ასევე ჩემი კოლეგებისათვის. გაზიარება მოვახდინეთ საპრეზენტაციო ფორმატით.  24.03.2018 წ. საკვლევი პრობლემა საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა მათთვის. კოლეგები დაინტერესდნენ მიღწეული შედეგებით და აქტიურად ჩართვნენ განხილვის პროცესში. მათ მიეცათ საშუალება საკვლევი საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები და დაეფიქსირებინათ წინასწარ შედგენილი უკუკავშირის კითხვარში. მათი აზრით კვლევა სტანდარტულადაა სტრუქტურირებული, მიზანი და ინტერვენციები შესაბამისია. კვლევის შედეგად დადგენილია პრობლემის გამომწვევი მიზეზები, კარგად არის ჩამოყალიბებული ინტერვენციები, დასკვნები, მიგნებები და რეკომენდაციები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. საინტერესო იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ, რა გზებით თუ სტრატეგიებით არის შესაძლებელი მოტივაციის ამაღლება საგაკვეთილო პროცესში. კითხვარების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები აღნიშნულ კვლევას და მის მნიშვნელობას დადებითად აფასებენ. მათი აზრით მაღალი მოტივაცია ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის საგაკვეთილო პროცესში. საუბრისას აღმოჩნდა, რომ კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი კვლევის დროს გამოყენებული ინტერვენციების დანერგვის საკუთარ კლასებში საგანმანათლებლო მიზნით, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვაში. კოლეგების აზრით კვლევის კომპონენტებს შორის კავშირი ლოგიკურია. წარმოდგენილი შედეგები და ანალიზი გადმოტანილია დიაგრამებში. შევეცადე კოლეგებისთვის დამენახვებინა რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ჩატარებულ კვლევას, რა გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე სახალისო თამაშებმა, გამოყენებულმა აქტივობებმა, როგორი ხალისიანი და საინტერესო გახდა მათთვის გაკვეთილი, გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და რა თქმა უნდა, ყოველივე ამან გამოიწვია მოტივაციის ამაღლება, ხოლო კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი პრობლემას წარმოადგენს მათთვისაც. მნიშვნელოვანია ამ ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინება, სასურველი აქტივობების გამოყენება საკუთარ პრაქტიკაში,  რაც მათ დაეხმარება მომავალ საქმოანობაში.
მე, როგორც მკვლევარი პედაგოგი მოხარული ვარ, რომ შევძელი და ვაწარმოე პედაგოგიური კვლევა, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრაქტიკული კვლევა მასწავლებელს ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლობა, ვითარდება კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. მივიღე საინტერესო რჩევები, რასაც გავითვალისწინებს მომავალ საქმიანობაში.
                                                                                                                

                                                                                                                           ლ. იკაშვილი
                                                                    ოქტომბერი 2017 წელი- მარტი 2018 წელი
      
     
                                      



   
                   
          

4 комментария:

  1. კვლევა საინტერესოდაა წარმოდგენილი.კარგადაა დაგეგმილი ინტერვენციები .კარგადაა გამოვლენილი მიგნებები, დასკვნები

    ОтветитьУдалить
  2. წარმეტებები,ლელა.მართლაც საინტერესო საკითხია განხილული,საინტრესოდ არის წარმოდგენილი ეს პრობლემა.აღმოცნილი მიგნებები და დასკვნები ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას.

    ОтветитьУдалить
  3. მოტივაციის ამღლება პრობლემაა არამარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ მაღალ კლასებშიც. საინტერესოდ არის წარმოდგენილი ეს პრობლემა, მრავალფეროვანი აქტივობებით, საინტერესო ინტერვენციებით. ნამდვილად გასათვალისწინებელია ამ კვლევაში წარმოდგენილი სახალისო აქტივობები, რომლებიც უდაოდ ზრდის მოტივაციას.წარმატებებს გისურვებ!

    ОтветитьУдалить
  4. მნიშვნელოვანია,როდესაც მასწავლებელი იკვლევს არსებულ პრობლემას,კერძოდ მოტივაციის ამაღლება, გეგმავს მისი გადაჭრის გზებს. კვლევა საინტერესოა და ის დახმარებას გაუწეს ყველა დაინტერესულ პირს. თქვენს მიერ განხორციელებული კვლევა საინტერესოა.ის ეხმარება მასწავლებელს არსებული პრობლემის იდენტიფიცირებაში,პრობლემის გადასაჭრელი გზების დაგეგმვაში და მის განხორციელებაში.

    ОтветитьУдалить