რესურსი


რესურსი наша игра რესურსის რეფლექსია

რეფლექსია викторина
რესურსი ( პრეზენტაცია)  Наша игра (игра-)

მიზნები და შედეგები

  სამიზნე ჯგუფის (მე-10 კლასი)  რესურსი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს  მოსწავლის ცოდნის გაღრმავებას, განვლილი მასალის გამეორებას ,წინარე ცოდნის გააქტიურებას და შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.

       უცხ.X 15 მოსწავლე იგებს ფაქტობრივ მასალის შემცვლელშემეცნებით ტექსტს       სხვადასხვა თემაზე ( ისტორიის,კულტურის, ბუნებისმეტყველების სფეროდან)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას
       უცხ.X.28 მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს გუნდელებთან (როგორ გადაჭრან პრობლემა, როგორ გაანაწილონ ფუნქციები)
·                        თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში
უცხ.X  6. მოსწავლე იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას სა აქვს სათანადო გამოთქმა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოთქმით კითხულობს ტექსტებს
                                           
რესურსის შექმნის მიზანი და გამოყენების ინსტრუქცია

ელექტრონული რესურსი ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს. მასში გათვალისწინებულია ასაკობრივი თავისებურებები, ის ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას,ინიციატივას, მოტივაციას, ინტერესს. სააზროვნოდ-ადვილი და სახალისო, პრაქტიკულად-მოსახერხებელი და ხელს უწყობს ასევე მოსწავლეთა კრეატიულობას.

ამ რესურსის შექმნის მიზანია -განვლილი მასალის გამეორება,წინარე ცოდნის გააქტიურება.ორგანიზებული, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ვიზუალურად მიწოდებული მასალა ზრდის მოტივაციას მოსწავლეებში.  კითხვების განვითარება მარტივიდან რთულისკენ პასუხობს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ამაღლებს თვითრწმენას და განაპირობებს მასალის სიღრმისეულად შესწავლას. თამაშის წესები შემოთავაზებულ თამაშ-ვიქტორინაში ასეთია: გუნდმა უნდა აირჩიოს 4 მოცემული კატეგორიიდან ერთ-ერთი ,  შემდეგ კითხვა ( სირთულის მიხედვით)და უპასუხოს მას. თითოეულ კითხვას აქვს მინიჭებული ქულა . გამზადებული კითხვები ამ თამაშში არ არის. იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც დააგროვებს მეტ ქულას. თუ ჯგუფი ვერ იღებს გადაწყვეტილებას ან არა სწორად  პასუხობს,  პასუხი შეუძლია გასცეს მეორე გუნდმა. .»Кот в мешке» ნიშნავს თამაშში სვლის გადასვლას. პრეზენტაციის გაშვება ხდება (slaid show, from beginning ), ვირჩევთ კატეგორიას და ვიწყებთ თამაშს. ღილაკი »узнать ответ» გვიჩვენებს სწორ პასუხს. მეორე ღილაკი »вернуться к выбору тем» გვაბრუნებს უკან.


რესურსის გამოყენების დადებითი მხარე

რესურსმა ნამდვილად გაამართლა, რადგან სწავლებისას მისმა  გამოყენებამ მოსწავლეებს  გაუძლიერა ჩართულობის, აქტიურობის, თანამშრომლობის სურვილი, ეს მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზაა.რესურსი ვიზუალურად ლამაზად , მუსიკალურად არის გაფორმებული,რას კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის მას. ამ გზით მასწავლებელს უადვილდება ორგანზებული სახით,  მიაწოდოს    მასალა,  სააზროვნოდ-ადვილი და სახალისო,  ისინი ხალისით სცემენ პასუხებს დაინტერესებულნი არიან  თავი გაართვან  დავალებებს. რესურსის გამოყენებით სწავლება/გამეორება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. მისი მეშვეობით ადვილი და საინტერესოა  მასალის განმტკიცება.  ამ რესურსით  მოსწავლეებმა,  კიდევ ერთხელ შეამოწმეს საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა, ხოლო მასწავლებელმა, რამდენად დაძლია კლასმა განვლილი მასალა. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში  რესურსის ჩართვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ის სრულდება მოკლე დროში. აქტიური და უფრო საინტერესოა ურთიერთობა მასწავლებელსა და კლასს შორის.
      ამ რესურსით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, თუ კი ის შეიყვანს მხოლოდ და მხოლოდ თავისი საგნის მონაცემებს. რესურსის შექმნა განაპირობა განვლილი მასალის ამ შემთხვევაში ერთი თავის („Страны) გავლამ.
მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, გუნდურობის, ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარები. გააქტიურა ჩართულობა,ინიციატივის გამოჩენა, მოტივაციის ამაღლება და გაზარდა ინტერესი საგნისადმი.

                                          მიღწეული შედეგები

რესურსის გამოყენებამ გამოიღო დადაებითი შედეგი, რადგან ვიზუალურად მიწოდებულმა დავალებებმა უფრო გაუადვილა მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის გახსენება/ გააქტიურება. რესურსმა გაზარდა თანამშრომლობითი უნარი,  აქტიურობა, აამაღლდა მოტივაციია და ჩართულობა, გაზარდა ინტერესი და სურვილები მსგავსი რესურსის შექმნის,რაც საბოლოოდ ემსახურება მოსწავლეთა ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
     რესურსის გამოყენებისას არ შექმნილა სერიოზული სირთულეები.



ხაშურის . კაკიაშვილს სახელობის # 2 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ლელა იკაშვილი
2017-2018 სასწავლო წელი

რესურსი ტანსაცმელი და ფეხსაცელი რესურსი რესურსი შეაგროვე ხილი

Комментариев нет:

Отправить комментарий